„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 171
დოკუმენტის მიმღები ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 25/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 240120000.35.160.016382
171
25/11/2016
ვებგვერდი, 30/11/2016
240120000.35.160.016382
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №171

2016 წლის 25 ნოემბერი

ქ. რუსთავი

„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 22 სექტემბრის №116 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის  შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი  ერთეულის  საკუთრებაში  არსებულ მიწის ნაკვეთზე ან  სხვა ქონებაზე  გარე  რეკლამის  განთავსების ნებართვის  შემოღებისა  და გარე რეკლამის განთავსების  ნებართვის  მიღების  წესის  დამტკიცების შესახებ“ ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2015  წლის  22  სექტემბრის №116 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 24/09/2015; ს/კ: 240120000.35. 160.016326) მე-2 მუხლით დამტკიცებულ დანართ №1-ში შევიდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

ა) პირველი  მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირების ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსება რეგულირდება „მშენებლობის  ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს  მთავრობის  2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების გათვალისწინებით.“

ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3.  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის,  საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესი.“;

გ) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების  სანებართვო პირობებს (გარდა  ბეს, ბიჯის სიდიდესა და აუქციონში მონაწილის ბილეთის  ფასის ოდენობისა), ადგენს ნებართვის გამცემი. სანებართვო პიროებების დამტკიცების შემდეგ ცხადდება საჯარო ან ელექტრონული აუქციონი.“;

დ) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ნებართვის გამცემი უზრუნველყოფს აუქციონის ჩატარების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებას მუნიციპალიტეტის  ვებგვერდზე, www.eauction.ge-ზე ან  სხვა ბეჭდვით  საინფორმაციო  გამოშვებაში. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემის შემთხვევაში ინფორმაცია ქვეყნდება და ვაჭრობა მიმდინარეობს ვებგვერდზე www.eauction.ge .“;

ე) მე-8 მუხლის  მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„6. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება  აუქციონის დასრულების შემდეგ აუქციონში გამარჯვებულსა და ნებართვის გამცემს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით.“;

ვ) მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების შესახებ უნდა მიეთითოს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე გამოცხადებულ სააუქციონო პირობებში და აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში (დანართი №1.1).“;

ზ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობისა და აუქციონში გამარჯვებულთან გაფორმებული ხელშეკრულების  შესაბამისად.“;

 თ) მე-10 მუხლს დაემატოს 31 მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„31.  ნებართვის მფლობელის მიერ გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადაუხდელობის ან არასრულად გადახდის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელს ეკისრება პირგასამტეხლო გადაუხდელი გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე