„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 199
დოკუმენტის მიმღები საქართველოს იუსტიციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
ძალაში შესვლის თარიღი 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 27/02/2020
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.027.016700
199
22/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
040030000.22.027.016700
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს იუსტიციის მინისტრი
 
საქართველოს იუსტიციის მინისტრი

ბრძანება №199

2016 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2012 წლის 13 ივლისის №118 ბრძანებით („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (www.matsne.gov.ge) 13.07.2012 წ., 040030000.22.027.016330) დამტკიცებული ტიპური დებულების:

1. მე-2 მუხლის 91 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„91. ახალქალაქის, ბორჯომის, დმანისის, ვანის, თიანეთის, კასპის, ნინოწმინდის, სენაკის, ქარელის, ქობულეთის, ყაზბეგის, ჩოხატაურის, ჩხოროწყუს, წალენჯიხისა და ხაშურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურები ახორციელებენ ამ მუხლის პირველი პუნქტით (გარდა პირველი პუნქტის „ღ.ბ“, „ღ.გ“, „ყ.ბ“ და „ჰ“ ქვეპუნქტებით) გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.“.

2.  მე-6 მუხლის  პირველი პუნქტის:

ა) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის „კ1“ ქვეპუნქტი:

„კ1) ნინოწმინდის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის ნინოწმინდისა და წალკის მუნიციპალიტეტები;“;

ბ) „ლ “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) მესტიის, წალენჯიხის, ხობის, ჩხოროწყუს, სენაკის, მარტვილის, აბაშის, ფოთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, ქობულეთის, ბათუმის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის, ხულოს, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ხონის, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ბაღდათის, ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ჭიათურის, საჩხერის, ადიგენის, ბორჯომის, ასპინძის, ახალქალაქის, ხაშურის, ქარელის, კასპის, ახალგორის, ყაზბეგის, დუშეთის, თიანეთის, დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისის, მარნეულის, გარდაბნის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, გურჯაანის, სიღნაღისა და დედოფლისწყაროს სამოქალაქო რეესტრის სამსახურების შესაბამისი მუნიციპალიტეტები.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 26 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელითეა წულუკიანი