„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 495
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 30/09/2003
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 112, 30/09/2003
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.002
  • Word
495
30/09/2003
სსმ, 112, 30/09/2003
010.340.000.05.002.002
„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №495

2003 წლის 30 სექტემბერი

ქ. თბილისი

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძა­ნებულებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, 23.07.2001წ., №78) დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

ა) მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ვ) ფინანსთა სამინისტროს საბაჟო, საგადასახადო და საგა­მოძიებო დეპარტამენტის თავმჯდომარეები, გენერალური ინსპექციის უფროსი, აქციზური მარკების სამსახურის უფროსი, აქციზური მონიტორინგის ბიუროს უფროსი, ძვირფასი ლითონებისა და ძვირფასი ქვების ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი“.

ბ) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 9. წამყვანი საჯარო თანამდებობა:

ა) ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის პირველი მოად­გილე;

ბ) ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე;

გ) სახაზინო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე;

დ) სახაზინო სამსახურის უფროსის მოადგილე;

ე) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლო­გიების დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე;

ვ) კავშირგაბმულობის, ფოსტისა და საინფორმაციო ტექნოლო­გიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ზ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსი;

თ) სამინისტროს ინსპექციის უფროსი;

ი) მინისტრის აპარატის უფროსი;

კ) სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე;

ლ) სამინისტროს ინსპექციის უფროსის მოადგილე;

მ) მინისტრის აპარატის უფროსის მოადგილე;

ნ) სამინისტროს სამმართველოს უფროსი;

ო) სამინისტროს მთავარი ბუღალტერი;

პ) მინისტრის მთავარი მრჩეველი;

ჟ) სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს უფროსი;

რ) სამინისტროს განყოფილების უფროსი;

ს) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტა­მენტის გამომძიებელი“.

გ) მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 11. უმცროსი საჯარო თანამდებობა

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარ­ტამენტის გამომძიებლის თანაშემწე;

ბ) სამინისტროს მთავარი სპეციალისტი;

გ) სამინისტროს უფროსი სპეციალისტი;

დ) სამინისტროს სპეციალისტი“.

ე. შევარდნაძე