თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 36
დოკუმენტის მიმღები თიანეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2018
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.154.016288
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
36
22/11/2016
ვებგვერდი, 28/11/2016
010260020.35.154.016288
თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
თიანეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (28/11/2016 - 19/02/2018)

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №36

2016 წლის 22 ნოემბერი

დაბა თიანეთი

 

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1.           
დამტკიცდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად.

მუხლი 2.          
ძალადაკარგულად გამოცხადდეს თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 8 სექტემბრის №36 დადგენილება ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ (სსმ 12/09/2014, ს/კ 010260020.35.154.016187).

მუხლი 3.                  
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიმარინა ხარხელაური



დანართი
           

თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის  სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი  დებულებები

1. თიანეთის მუნიციპალიტეტის   გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს:

ა) გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, გამგებლის და მისი დავალებით საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტების მომზადებას;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულების  დადგენილი წესით საქმისწარმოებას, მათ კომუნიკაციას ერთმანეთთან, მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

გ) გამგეობის სამართლებრივ მომსახურებას, მუნიციპალიტეტის ინტერესების სამართლებრივ დაცვას სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;

დ) მუნიციპალიტეტის საკადრო პოლიტიკის შემუშავებას და განხორციელებას;

ე) საკრებულოსა და გამგეობის საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;

ვ) ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლების საქმიანობის ხელშეწყობას და კოორდინაციას.

2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივ აქტების შესაბამისად.

3.  სამსახურს აქვს ბეჭედი, სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

მუხლი 2. სამსახურის სტრუქტურა და მართვა

1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და სამსახურის საჯარო მოსამსახურეებისგან.

2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელსაც  „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე.

3. სამსახურის მოხელეთა ზოგადი უფლება-მოვალეობები განისაზღვრება 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით.

4. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების  წესები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მუხლი 3. სამსახურის  ფუნქციები

1. სამსახური დადგენილი წესით  უზრუნველყოფს:

ა) მუნიციპალიტეტის გამგეობის კორესპონდენციის მიღებას, რეგისტრაციასა და მათ განაწილებას გამგეობის სამსახურებს შორის;

ბ) მუნიციპალიტეტის გამგებლის სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;

გ)  გამგებლის  დავალებების რეგისტრაციას, მათი შესრულების კონტროლს;

დ) ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;

ე) საქმისწარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტბრუნვას;

ვ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და არქივირებას;

ზ) გამართულ კომუნიკაციას მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, გამგეობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან,  იურიდიულ  პირებთან  და სხვა გაერთიანებებთან;

თ) მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებას;

ი) მოქალაქეთა საინფორმაციო მომსახურებას „ერთი ფანჯრის" პრინციპის დაცვით;

კ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

ლ) მუნიციპალიტეტის სხვა თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზებას;

მ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას;

ნ) გამგეობის სამსახურების იურიდიულ კონსულტირებას;

ო) გამგეობაში შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმებისა და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;

პ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში;

ჟ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

რ)  გამგეობის მოსამსახურეთა მიერ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფას და კონტროლს, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ს)  გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; გამგეობის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას;

ტ) გამგეობის მოსამსახურეთა სამუშაოთა აღწერილობების მომზადებაში მეთოდურ დახმარებას,  მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაოს შესრულების შეფასების და ანგარიშგების კრიტერიუმებისა და ფორმების დადგენას;

უ) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;

ფ) გამგეობის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას;

ქ) მუნიციპალიტეტის ორგანოების სამეურნეო საქმიანობის კოორდინაციას, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურებას; მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და გამგეობის სამსახურებს შორის შესყიდული საყოფაცხოვრებო, საკანცელარიო და სხვა აუცილებელი საქონლის განაწილებას;           

ღ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ აღრიცხული მატერიალურ ფასეულობათა შენახვა-დაცვას და რაციონალურ გამოყენებას;  

 ყ) გამგებლისთვის ინფორმაციის მიწოდებას ადმინისტრაციული ერთეულების ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის, არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების  შესახებ;

შ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესით, დასახლების საერთო კრების მოწვევისა და საქმიანობის ხელშეწყობის სფეროში ყველა პროცედურულ საკითხზე რეაგირების განხორციელებას;

ც) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

მუხლი 4.  გამგეობის ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა

1.  გამგეობის ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის  სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ელექტრონულ საქმისწარმოებას.

 2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა გამგეობაში ხორციელდება ,,სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის №64 დადგენილების შესაბამისად.

3. ადმინისტრაციული საქმისწარმოება ხორციელდება ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამის ,,მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ მეშვეობით.

მუხლი  5.  ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. გამგეობის საქმისწარმოებაში ადმინისტრაციული და ადმინისტრაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სამსახური  გამგეობის ყველა სტრუქტურულ ერთეულში  უზრუნველყოფს:

ა) სსიპ ,,საჯარო რეესტის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ დანერგვას;

ბ) ავტომატიზირებული ელექტრონული პროგრამის „მუნიციპალიტეტის მართვის სისტემის“ დანერგვას.

მუხლი 6.  სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა

სამსახურის დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხდება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად.