დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის #54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 35 |
დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 22/11/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.154.016287 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის და „ნორმატიული აქტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 დეკემბრის №54 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 06/01/2016 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.154.016252) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1.თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
2.
მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
“. |
3.
მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. თიანეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 7 081,9 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
4.
მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს თიანეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის გადასახადები 318,1 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
5.
მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 293,0 ათასი ლარის ოდენობით: ათას ლარებში
“. |
6.
მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 5 617,5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
“. |
7.
მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2 087,2 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 087,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
2. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 0,0 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის: ათას ლარებში
“. |
8.
მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
9.
მე-16 მუხლის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 16. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები“. |
10.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 4 508,3 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 00)“. |
11.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ა.ბ“ და „ა.გ“ ქვეპუნქტის სახელწოდებები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია 2 158,6 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02) ა.ბ) წყლის სისტემის რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია – 654,4 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 03) ა.გ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლებისა და მუნიციპალური შენობების რეაბილიტაცია 1 206,7 ათასი ლარი (პროგრამული კოდი 03 02 05)“. |
12.
მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის სახელწოდება ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა -891,8 ათ. ლარი (პროგრამული კოდი 03 01)“. |
13.
მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 17.მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით: ათას ლარებში
|
მუხლი 2.
|
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები