დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თიანეთის მუნიციპალიტეტის, იმ დასახლებისთვის რომელშიც, რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის #11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.154.016285 |
|
„თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილების მე-4 მუხლის და საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 611 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 19/04/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016263) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დანართი №1-ის მე-5 მუხლის „უ.ა“ და „უ.ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს.
|
2.
დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს „უ1“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ1) „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ კრების მოწვევის ინიციირებიდან ერთი თვის ვადაში განიხილოს, აკმაყოფილებს თუ არა დაინტერესებული პირის განცხადება და მასზე დართული დოკუმენტაცია სახელწმიფო პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს. საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში, დასახლების საერთო კრება ადასტურებს დაინტერესებული პირის მიერ უძრავი ნივთის ფაქტობრივად ფლობას და შესაბამის წინადადებას წარუდგენს მუნიციპალიტეტის გამგებელს, სსიპ – „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსადმი“ შუამდგომლობით მიმართვის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად.“.
|
3.
დანართი №1-ის მე-5 მუხლს დაემატოს „უ2“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ2) „ზოგიერთ დასახლებაში ფიზიკურ პირთა ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის №318 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამა ვრცელდება თიანეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ დასახლებებზე: დაბა სიონი; სოფელი გრძელველები; სოფელი ბადაანი; სოფელი ზარიძეები; სოფელი შარახევი; სოფელი ლახატო; სოფელი ზენამხარი; სოფელი ბუჭყინტა; სოფელი ბეწენწურები; სოფელი ზემო ნაქალაქარი; სოფელი მაგრანეთი.“. |
| მუხლი 2 |
ბათილად იქნეს ცნობილი „თიანეთის მუნიციპალიტეტის იმ დასახლებისთვის, რომელშიც რეგისტრირებულია 2000-ზე მეტი ამომრჩეველი, საერთო კრების დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 14 აპრილის №11 დადგენილებაში 19 ოქტომბერს შეტანილი ცვლილება (www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.35.154.016281).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები