დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის #20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 22/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/03/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010260020.35.154.016283 |
|
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 611 მუხლის საფუძველზე, თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №20 დადგენილებაში (სსმ,09/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016272) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
|
1.
დადგენილებით დამტკიცებული დებულების პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. სამსახური უზრუნველყოფს გამგებლის გადაწყვეტილებების შესრულებას, ამზადებს გამგებლის და, მისი დავალებით, საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს, თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად“. |
2.
მე-2 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი ,,შეჭირვებული ოჯახები“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,კ) თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სტატისტიკური მონაცემების წარმოება კატეგორიების გათვალისწინებით (მრავალშვილიანი ოჯახები, მარტოხელა დედები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.) შესაბამისი სამსახურების ჩართულობით;“. |
3.
მე-3 მუხლის:
ა) პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-9 მუხლით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. 3. სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 ივლისის №17 დადგენილებით დამტკიცებული თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების მე-17 მუხლით, ხოლო სამსახურის მოხელეების ფუნქციები განისაზღვრება შესაბამის სამუშაოთა აღწერილობებით“. |
4.
მე-4 და მე-5 მუხლები ამოღებულ იქნეს. |
| მუხლი 2 |
ბათილად იქნეს ცნობილი „თიანეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თიანეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 7 სექტემბრის №20 დადგენილებაში 19 ოქტომბერს შეტანილი ცვლილება (www.matsne.gov.ge, 21/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.154.016278).
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები