დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს,,Mix-მშენებელის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2412 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022561 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2412
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს ,,Mix-მშენებელის“ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების შესახებ
1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74 მუხლის მე-4 − მე-7 პუნქტების საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქედის მუნიციპალიტეტში, მდინარე აკავრეთას კალაპოტში ჭარბი ინერტული ნატანის აკუმულირების უბნიდან ჭარბი ინერტული მასალის ამოღების მიზნით, შპს „Mix-მშენებელი“ (ს/კ: 445428724) გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან სამი თვის ვადით და მიეცეს უფლება, დაბა ქედის მიმდებარედ, მდინარე აკავრეთას კალაპოტში მოიპოვოს 54 300 მ3 ქვიშა-ხრეში, შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:
| № | X | Y |
| 1 | 744641 | 4609226 |
| 2 | 744667 | 4609198 |
| 3 | 744755 | 4609107 |
| 4 | 744811 | 4609056 |
| 5 | 744849 | 4609019 |
| 6 | 744920 | 4608931 |
| 7 | 745006 | 4608857 |
| 8 | 745087 | 4608772 |
| 9 | 745121 | 4608714 |
| 10 | 745075 | 4608698 |
| 11 | 744976 | 4608787 |
| 12 | 744928 | 4608830 |
| 13 | 744880 | 4608876 |
| 14 | 744821 | 4609001 |
| 15 | 744801 | 4609033 |
| 16 | 744719 | 4609089 |
| 17 | 744615 | 4609190 |
| 18 | 744543 | 4609203 |
| S= 3,62 ჰა | ||
| WGS 1984. | ||
2. შპს „Mix-მშენებელი“ ვალდებულია:
ა) უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ − გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;
ბ) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის გადახდა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი ოდენობით;
გ) სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ვადის გასვლიდან ორი კვირის ვადაში საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში წარადგინოს ინფორმაცია მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ოდენობის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები