სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2409
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022559
  • Word
2409
17/11/2016
ვებგვერდი, 28/11/2016
000000000.00.003.022559
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2409

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

 

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ ბათუმში გ. ლორთქიფანიძის ქუჩაზე მდებარე 35 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №05.32.17.262), მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №72.12.04.483), გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 9 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული №1 შენობა-ნაგებობა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.10.29.513) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში მდებარე 440.56 მ ელექტროგადამცემი ხაზი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.00.694), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 9741 (ცხრა ათას შვიდას ორმოცდაერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი თვის ვადაში;

ბ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 (თორმეტი) თვის ვადაში, №05.32.17.262 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;

გ) პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში, №72.12.04.483 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე სატრანსფორმატორო პუნქტის განთავსება და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ექსპლუატაციაში მიღება;

 დ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 2016 წლის 14 დეკემბრამდე საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს სარგებლობაში არსებული, №81.10.29.512 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე (მოთხოვნილი სიმძლავრე: არაუმეტეს 50 კვტ-ისა, ძაბვის საფეხური: არაუმეტეს 380 ვ-ისა) უსასყიდლოდ მიერთება და ამ მიზნით №81.10.29.513 და №81.00.694 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ქონებების გამოყენება.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              გიორგი კვირიკაშვილი