დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2405 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022595 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2405
2016 წლის 17 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 7 ნოემბრის №5/57325 გადაწყვეტილება, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში მდებარე უძრავი ქონების პირველ სართულზე არსებული 132.60 კვ.მ ფართის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.08.59.043.01.501) და გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ახაშენში მდებარე უძრავი ქონების მე-2 სართულზე არსებული 156.70 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №51.08.59.043.01.502) გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები