ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2401
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 16/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 02/12/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022591
  • Word
2401
16/11/2016
ვებგვერდი, 02/12/2016
000000000.00.003.022591
ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2401

2016 წლის 16 ნოემბერი

ქ. თბილისი

ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

 1. მიეცეს უფლება ცაგერის მუნიციპალიტეტს, „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 4 აპრილის №311 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 86 700 (ოთხმოცდაექვსი ათას შვიდასი) ლარი და „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 იანვრის №39 განკარგულების საფუძველზე დარჩენილი 79 300 (სამოცდაცხრამეტი ათას სამასი) ლარი, ჯამში, დარჩენილი ეკონომია 166 000 (ას სამოცდაექვსი ათასი) ლარი მიმართოს შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად:

ა) ქ. ცაგერში, აღმაშენებლის ქ. №73-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავისა და ფასადის შეკეთების სამუშაოები    44 100 (ორმოცდაოთხი ათას ასი) ლარი;

ბ) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის ადმინისტრაციული შენობის (შენობაში განთავსებული საბავშვო ბაღი) სარემონტო სამუშაოები 19 600 (ცხრამეტი ათას ექვსასი) ლარი;

გ) ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების შეკეთების სამუშაოები - 48 000 (ორმოცდარვა ათასი) ლარი;

დ) ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაჯანაში მშენებარე საზოგადოებრივი ცენტრის (სოფლის სახლი) ეზოს კეთილმოწყობის  სამუშაოები 23 982 (ოცდასამი ათას ცხრაას ოთხმოცდაორი) ლარი;

ე) ქ. ცაგერში არსებული სპორტული დარბაზის გათბობის მოწყობის სამუშაოები 21 560 (ოცდაერთი ათას ხუთას სამოცი) ლარი;

ვ) ქ. ცაგერში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემის სარემონტო სამუშაოები 7 018 (შვიდი ათას თვრამეტი) ლარი;

ზ) ამ პუნქტის „ა-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის  საჭირო  მომსახურების ღირებულება 1 740 (ერთი ათას შვიდას ორმოცი) ლარი.

 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, მიეცეს უფლება ცაგერის მუნიციპალიტეტს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოების და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.    

 

პრემიერ-მინისტრი                                                                გიორგი კვირიკაშვილი