დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2367 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022590 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2367
2016 წლის 1 1 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 19 თებერვლის №257 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2016 წლის 20 თებერვლიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის („გამოძიების დროს პირის მოწმედ დაკითხვის წესი“) ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების მხარდასაჭერად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 505 815 (ხუთას ხუთი ათას რვაას თხუთმეტი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები