დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ - საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2366 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022538 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2366
2016 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ – საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტისათვის თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 4 აგვისტოს №1608განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებულ სსიპ − საერთო სასამართლოების დეპარტამენტს გამოუყოს 944 300 (ცხრაას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი, მათ შორის:
ა) „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო და თბილისის საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა 20 ერთეულით, მოსამართლის თანაშემწის 20 ერთეულით და სხდომის მდივნის (რეფერენტის) 20 საშტატო ერთეულით გაზრდასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად - 444 300 (ოთხას ორმოცდაოთხი ათას სამასი) ლარი;
ბ) 2017 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21 1 მუხლის („ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობა“) ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებების და თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფინანსებლად – 500 000 (ხუთასი ათასი) ლარი.“.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები