შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

  • Word
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2365
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022539
  • Word
2365
11/11/2016
ვებგვერდი, 30/11/2016
000000000.00.003.022539
შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №236 5

2016 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის 31 პუნქტის საფუძველზე, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ“ (შემდგომში − კომპანია) ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის მიზნით, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოებისთვის საჭირო საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა, 60 000 (სამოცი ათასი) ლარის ფარგლებში, გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიების დაფინანსების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში − სამინისტრო) უზრუნველყოს:

ა) თანხის მოძიება და „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, სამინისტროსთვის განსაზღვრული „რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების მხარდაჭერის ღონისძიებები“ ქვეპროგრამით (პროგრამული კოდი: 25 04 07) გათვალისწინებული ასიგნებებიდან ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის კომპანიისათვის გადარიცხვა;

ბ) კომპანიის კაპიტალის გაზრდა გადარიცხული თანხის ოდენობით.

3. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მ წოდება ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.

 

პრემიერ-მინისტრი                                                        გიორგი კვირიკაშვილი