დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 493 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.050.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №493
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად და „აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის საფუძველზე:
1. განხორციელდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაცია 2003 წლის 15 ოქტომბერს.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (მ. გოგიაშვილი) კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს:
ა) საგანგებო ლეგიონის სალიკვიდაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) შექმნა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრა;
ბ) ამ ბრძანებულებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებისათვის საჭირო სახსრების გამოყოფა.
3. კომისიამ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს საგანგებო ლეგიონის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაცია და ფინანსთა სამინისტროსათვის გადაცემის ორგანიზება, აგრეთვე საგანგებო ლეგიონის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით გასატარებელი კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ამოცანების განხორციელება.
4. კომისია თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს მისთვის დაკისრებული ამოცანების სრულად შესრულებამდე.
5. ამ ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ანზორ ბალუაშვილმა.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები