დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| შპს „ლუგელასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2355 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 11/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022581 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2355
2016 წლის 11 ნოემბერი
ქ. თბილისი
შპს „ლუგელასთვის“ სახელმწიფო ტყის ფონდით სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის ვადის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ტყის კოდექსის 52-ე მუხლისა და „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებისა და 272 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წიაღის მოპოვებისა და წყლის მილსადენის მშენებლობის მიზნით, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ - ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ სახელმწიფო ტყის ფონდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამსახურის ჩხოროწყუს სატყეო უბნის თაიას სატყეოს კვარტ. №99-ის ლიტერ №8-ში 495 კვ.მ მიწის ფართობით (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №46.15.34.002) სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის (ხე-მცენარეების ჭრის უფლების გარეშე) ვადა შპს „ლუგელას“ (ს/ნ: 442730038) განესაზღვროს 2032 წლის 12 აპრილამდე.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები