დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2389 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022579 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2389
2016 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმისათვის სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-8 პუნქტისა და „საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის – „დიდნაურის არქეოლოგიური სამუშაოების“ ფარგლებში აღმოჩენილი, დანართით განსაზღვრული სახელმწიფო ქონება, უსასყიდლოდ, უვადოდ სარგებლობაში გადასცეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – მიხეილ შენგელიას სახელობის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
დანართი
1. შუა და გვიან ბრინჯაოს პერიოდის თიხის ჭურჯელი რესტავრირებული – 6 ერთეული, სარესტავრაციო – 14;
2. ბრინჯაოს ნაკეთობები, სამკაულები – სარდიონისა და ობსიდიანის ქვებით – 15 ერთეული, იარაღების სხვა არტეფაქტები – 8 ერთეული;
3. ბიოარქეოლოგიური მონაპოვარი -– 76 სამაროვანიდან ამოსული ძვლოვანი მასალა.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები