დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2386 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 14/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022573 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2386
2016 წლის 14 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „განათლების განვითარების ჯგუფისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ქალაქ თბილისში ანნა პოლიტკოვსკაიას ქუჩა №30-ში მდებარე 18765.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები: №1, №2, №3, №4, №5 და №6 (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.14.05.008.279), პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 500 000 (ხუთასი ათასი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს შპს „განათლების განვითარების ჯგუფს“(ს/კ: 404940695).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა ამ განკარგულების გამოცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების ნაწილზე, პირადად ან/და მესამე პირ(ებ)ის მეშვეობით:
ბ.ა) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 18 (თვრამეტი) თვის ვადაში, არანაკლებ ერთი ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 60X40 მეტრი) საფეხბურთო მოედნის მოწყობა არანაკლებ 100 (ასი) ადამიანზე გათვლილი ტრიბუნ(ებ)ით;
ბ.ბ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) თვის ვადაში, არანაკლებ 1400 (ერთი ათას ოთხასი) მოსწავლეზე გათვლილი სკოლის შექმნა და ფუნქციონირების დაწყება;
ბ.გ) შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში, არანაკლებ 600 (ექვსასი) კვ.მ ფართის მქონე დახურული ტიპის, არანაკლებ 1-მოედნიანი (ერთმოედნიანი) სპორტული დარბაზის (არანაკლებ 2 (ორი) დამოუკიდებელი გასახდელის მქონე), არანაკლებ 1 (ერთი) ერთეული ხელოვნურსაფარიანი (ზომით – 15X28 მეტრი) საფეხბურთო მოედნის და არანაკლებ 300 კვ.მ ფართის მქონე საცურაო აუზის მოწყობა;
გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების მიზნით, არანაკლებ 6 100 000 (ექვსი მილიონ ასი ათასი) ლარის ინვესტიციის განხორციელება, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 48 (ორმოცდარვა) თვის ვადაში;
დ) ამ პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებიდან არანაკლებ 49 (ორმოცდაცხრა) წლის განმავლობაში, ამავე ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკოლის შენობის საგანმანათლებლო პროფილით ფუნქციონირება.
3. შპს „განათლების განვითარების ჯგუფი“ ვალდებულია, ამ განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობების შესრულების უზრუნველსაყოფად (მათ შორის, ვალდებულებ(ებ)ის შეუსრულებლობისათვის შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდის უზრუნველსაყოფად), შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებამდე წარადგინოს ამავე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციის ოდენობის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადაც ამავე ქვეპუნქტით განსაზღვრული საინვესტიციო ვალდებულებების შესრულების ვადას უნდა აღემატებოდეს 4 (ოთხი) თვით.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები