„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 522
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019588
522
17/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
300160070.10.003.019588
„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №522

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 17/01/2014, 300160070.10.003.017677) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის 23-ე მუხლის მე-5 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 და 52 პუნქტები:

„51. მუნიციპალიტეტების, დასახლების კატეგორიების და სხვადასხვა გეგმარებითი ერთეულებისთვის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის დამუშავებისას, დასაშვებია საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტით განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესება და შესაბამისი პარამეტრების დადგენა, რომელიც/რომლებიც უქმდება ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ძალაში შესვლისთანავე.

52. ამ მუხლის 51 პუნქტით განსაზღვრული შეზღუდვის დაწესების ვადას ადგენს საქართველოს მთავრობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგრამ არაუმეტეს შესაბამისი ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის ძალაში შესვლამდე.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი