დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 492 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 30/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 25/05/2004 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.240.030.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №492
2003 წლის 30 სექტემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 31 დეკემბრის №567 ბრძანებულებით დამტკიცებული ფინანსთა სამინისტროს დებულებაში (2002 წლის №128 საკანონმდებლო მაცნე მუხ. 1132) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები და ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) საგადასახადო და საბაჟო სფეროში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზება; სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკურ ურთიერთობათა სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოვლენა-აღკვეთა, თავიდან აცილება, მოკვლევა და გამოძიება; საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების შესწავლა, ანალიზი და შეფასება; ამ სფეროში სამართალდარღვევების გამომწვევი მიზეზების აღმოსაფხვრელად შესაბამის წინადადებათა მომზადება“;
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარუდგენს მინისტრის პირველი მოადგილის; მინისტრის მოადგილეების; საგადასახადო, საბაჟო და საგამოძიებო დეპარტამენტების თავმჯდომარეების; ასევე სახაზინო სამსახურისა და გენერალური ინსპექციის უფროსების კანდიდატურებს“;
3. მე-7 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს „კ“ ქვეპუნქტი შემდეგი რედაქციით:
„კ) საგამოძიებო დეპარტამენტი“.
4. მე-9 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგადასახადო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ორგანიზაციას უწევს საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი გადასახადების აკრეფას და შესაბამისი დონის ბიუჯეტებში მათ დროულ და სრულ შეტანას, საქართველოს საგადასახადო სივრცეში ახორციელებს საქონლის (მომსახურების, სამუშაოების) აღრიცხვას, მონიტორინგს და დაბეგვრას, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულებაც სავალდებულოა საგადასახადო ორგანოებისათვის; ახორციელებს საგადასახადო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; შეიმუშავებს საგადასახადო კონტროლის განხორციელების მეთოდებსა და პროგრამებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ინსტრუქციების პროექტებს, მეთოდურ მითითებებსა და გადასახადების ადმინისტრირებასთან დაკავშირებულ დებულებებს; მონაწილეობს საგადასახადო კანონპროექტების მომზადებასა და განხილვაში და აანალიზებს საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების ეფექტიანობას; შეიმუშავებს დებულებებსა და პროგრამებს გადამხდელთა რეგისტრაციისა და იდენტიფიკაციის შესახებ, გადამხდელთა დახმარების პროგრამებს, დეკლარაციების შევსებისა და დამუშავების მეთოდებს; იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოებში შუამდგომლობისა და აპელაციის განხილვის სამუშაოებს და უზრუნველყოფს მათ მეთოდური და ინფორმაციული მასალებით; სასამართლოსა და სხვა ორგანოებში საგადასახადო საჩივრების განხილვისას დახმარებას უწევს საგადასახადო ინსპექციებს; თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სასამართლოებში საგადასახადო ორგანოების გადაწყვეტილებებზე გადამხდელთა აპელაციის განხილვაში; ახორციელებს გადამხდელთა საგადასახადო კონტროლს, კოორდინაციას უწევს საგადასახადო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გადასახადის გადამხდელის ქონების დაყადაღების და დაყადაღებული ქონების სპეციალიზებულ ღია აუქციონზე რეალიზაციის საკითხებს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს“.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს 21 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„21 საგადასახადო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აწარმოებს მოკვლევას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე“.
5. მე-10 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საბაჟო დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებებს და გამოსცემს მითითებებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა საბაჟო ორგანოებისათვის; ახორციელებს საბაჟო ორგანოების საქმიანობის მართვას, კოორდინაციასა და ზედამხედველობას; ორგანიზაციას უწევს საბაჟო გადასახდელების აკრეფას და უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში მათ დროულ და სრულ შეტანას; თავისი კომპეტენციის ფარგლებში იღებს და ამუშავებს ინფორმაციას საგადასახადო შემოსავლების შესახებ; შეაქვს წინადადებები საბაჟო გადასახდელებისა და მათი გამოყენების მექანიზმების შესახებ; ორგანიზაციას უწევს საქონლის საბაჟო ღირებულების სისწორის განსაზღვრას; მონაწილეობს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ცალკეული სახის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების, სტრატეგიული და საქართველოს ინტერესებისათვის სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის მასალების, აგრეთვე კულტურული ღირებულებების მქონე ნივთების გადაადგილების ნებართვის წესის შემუშავებასა და მისი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაში; თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სავალუტო კონტროლს; ორგანიზაციას უწევს საბაჟო წესების დარღვევებისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ ბრძოლას კანონმდებლობით დადგენილი წესით; უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო ვაჭრობის საბაჟო სტატისტიკისა და სპეციალური საბაჟო სტატისტიკის წარმოებას და მონაცემების ოფიციალურ გამოქვეყნებას; ორგანიზაციას უწევს საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის გამოყენებას; განსაზღვრავს საბაჟო რეჟიმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმებს; საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა ფუნქციებს“.
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:
„21. საბაჟო დეპარტამენტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აწარმოებს მოკვლევას მის კომპეტენციას მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეებზე“.
6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 11
1.ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი (შემდგომში - საგანგებო ლეგიონი) არის სპეციალური სამართალდამცავი სტატუსის მქონე მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც მისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დაცვას.
2. საგანგებო ლეგიონის ძირითადი ამოცანებია კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმოება, ოპერატიული ინფორმაციის მოპოვება საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევებსა და მათში მონაწილე პირების შესახებ, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავება, სისტემატიზაცია, შესაბამის მონაცემთა ბაზის შექმნა და სათანადო რეაგირება, დადგენილი წესით ინფორმაციის მიწოდება სამართალდამცავი, საგადასახადო და საბაჟო ორგანოებისათვის, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლება-მოსილების განხორციელება“.
7. ამოღებულ იქნეს მე-11 მუხლი.
8. დაემატოს 111 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 111.
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი (შემდგომში - საგამოძიებო დეპარტამენტი) არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ეკონომიკური ურთიერთობების სფეროში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიებას.
2. საგამოძიებო დეპარტამენტი კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას; საგადასახადო ან/და საბაჟო დეპარტამენტის მოკვლევის ორგანოებს ან/და ქვედანაყოფებს აძლევს წერილობით დავალებებს საპროცესო მოქმედებების, აგრეთვე მის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის გამოძიებასთან დაკავშირებით ოპერატიულ-სამძებრო და სამძებრო ღონისძიებათა ჩატარების შესახებ; ახორციელებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს“.
9. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 24.
საგადასახადო შემოსავლების მობილიზების კოორდინაციის სამსახურის ძირითადი ამოცანებია:
ა) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, აქციზური მარკების სამსახურის მიერ მინისტრისა და სამინისტროს დავალებების შესრულების პროცესის და ინფორმაციის გაცვლის კოორდინაცია და ხელშეწყობა;
ბ) საგადასახადო და საბაჟო დეპარტამენტების, აქციზური მარკების სამსახურის ერთობლივ კომპეტენციაში შემავალ საკითხთა კოორდინაცია;
გ) ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ოპერატიული (დეკადური) მონიტორინგი, ანალიზი და შესაბამისი წინადადებების მომზადება“.
მუხლი 2.
1-ლი მუხლის:
ა) მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, მე-6 პუნქტი და მე-9 პუნქტი ამოქმედდნენ გამოქვეყნებისთანავე;
ბ) 1-ლი და მე-2 პუნქტები, მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი და მე-8 პუნქტი ამოქმედდნენ 2003 წლის 1 ოქტომბერს;
გ) მე-3 პუნქტის ა) ქვეპუნქტი და მე-7 პუნქტი ამოქმედდნენ 15 ოქტომბერს.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები