„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა − სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა − სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 521
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 480140000.10.003.019587
521
17/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
480140000.10.003.019587
„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა − სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №521

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა − სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე

მუხლი 1
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2016 წლის 5 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სასაზღვრო წარმომადგენელთა − სასაზღვრო კომისართა საქმიანობის შესახებ“ შეთანხმება.
მუხლი 2
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ:

ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს სომხეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველ მუხლში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი