„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 146
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
მიღების თარიღი 22/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/07/2017
სარეგისტრაციო კოდი 010320020.22.038.016739
146
22/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
010320020.22.038.016739
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №146

2016 წლის 18 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 


„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


მუხლი 1
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს შინაგანაწესის (ქცევის ზოგადი წესები) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №145 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 20/10/2015, 010320020.22.038.016560,) შევიდეს ცვლილება და ბრძანებით დამტკიცებული შინაგანაწესის მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 9. მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინების წესი

1. მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინება ფორმდება ბრძანებით, რომლის საფუძველია მოხსენებითი ბარათი.

2. სამსახურებრივი მივლინების თაობაზე მოხსენებით ბარათში მითითებული უნდა იქნეს შემდეგი სახის ინფომაცია:

ა) სამსახურებრივ მივლინებაში გასამგზავრებელი პირის/პირების შესახებ;

ბ) სამსახურებრივი მივლინების მიზანი;

გ) სამსახურებრივი მივლინების დაწყებისა და დასრულების თარიღი;

დ) სამსახურებრივი მივლინების ადგილი/ადგილები;

ე) სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ღონისძიებები;

ვ) მომწვევი მხარის მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ასანაზღაურებელი თანხების თაობაზე;

ზ) ავტოსანტრასპორტო საშუალების გამოყენების შემთხვევაში, ავტოსანტრასპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, ძრავის მოცულობა, საწვავის ტიპი, გადაცემათა კოლოფის ტიპი).

3. სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული დღიური და საცხოვრებელი ფართის დაქირავების ხარჯების ავანსად გაცემის მოთხოვნის შემთხვევაში, მოსამსახურე ვალდებულია მოხსენებით ბარათში მიუთითოს ანაზღაურების ფორმა.

4. მოსამსახურის სამსახურებრივ სამივლინებო თანხების ანაზღაურება ხორციელდება სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემული ბრძანების შესაბამისად, რომელშიც მითითებული უნდა იქნეს სამსახურებრივი მივლინების ადგილი და  დღეთა რაოდენობა. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მითითებას სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების ფორმის (ავანსი/ფაქტობრივად გაწეული ხარჯები) შესახებ.

5. ორი ან მეტი მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, სამსახურებრივი მივლინების შესახებ გამოცემული ბრძანებით, ასევე უნდა განისაზღვროს სამივლინებო ჯგუფი და სამივლინებო ჯგუფის უფროსი.

6. სამსახურებრივი მივლინებისას, სამივლინებო ჯგუფის უფროსი, გარდა მინისტრის და მინისტრის მოადგილეებისა, ვალდებულია მივლინების  დასრულებიდან  5 სამუშაო დღის ვადაში დოკუმენტბრუნვის ელექტრონული  სისტემის  მეშვეობით მინისტრს წარუდგინოს სამსახურებრივი მივლინების თაობაზე ანგარიში მოხსენებითი ბარათის  სახით.

7. ერთი მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინებისას, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მოხსენებით ბარათს ადგენს მივლინებული პირი.

8. მინისტრის ან მინისტრის მოადგილეების ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-6 პუნქტში აღნიშნულ სამსახურებრივ ბარათს ადგენს სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტი.

9.  სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებული ფაქტობრივად გაწეული ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

10.  მოსამსახურე ვალდებულია სამსახურებრივი მივლინების დასრულებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო თუ მე-5 სამუშაო დღის ვადა ემთხვევა მომდევნო კალენდარული წლის დასაწყისს – არაუგვიანეს მიმდინარე წლის 31 დეკემბრისა, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს აცნობოს სამსახურებრივი მივლინების ვადების ან სხვა გარემოების ცვლილების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

11.  ამ მუხლის მე-10 პუნქტში მითითებული ინფორმაციის საფუძველზე, სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური ამზადებს შესაბამისი ცვლილების პროექტს სამსახურებრივი მივლინების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში.

12. მოსამსახურის სამსახურებრივი მივლინებისას ივსება სამივლინებო მოწმობა (დანართი №2), გარდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისა. სამივლინებო მოწმობის შევსებას კოორდინაციას უწევს სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკახა კახიშვილი