„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 1-1/644
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
მიღების თარიღი 21/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 04/02/2019
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.024.016476
1-1/644
21/11/2016
ვებგვერდი, 24/11/2016
040030000.22.024.016476
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
 
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის

ბრძანება №1-1/644

2016 წლის 21 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სახელმწიფოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში არსებული ან/და ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების განკარგვის წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 29 ოქტომბრის №1-1/1732 ბრძანებით (სსმ III, 03.11.2010 წ., №142, მუხ. 2033) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს  შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი:
„11. თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ უძრავი ან მოძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა (მათ შორის, საჯარო ან ელექტრონული აუქციონის მოწყობის გარეშე) არ საჭიროებს ქონების სააგენტოსთან შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თუ ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი სარგებლობაში გადაცემის წლიური საფასურის ოდენობით. დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტის) დასკვნით დადგენილი  სარგებლობაში გადაცემის წლიურ  საფასურზე ნაკლები ოდენობით თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ორგანიზატორი საწარმოს მიერ უძრავი ან მოძრავი ძირითადი საშუალებების დროებით სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემა შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ სარგებლობაში გადაცემის პირობების არსებობისას, ქონების სააგენტოსთან წინასწარი შეთანხმებით.“.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიდიმიტრი ქუმსიშვილი