დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 155/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 07/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017228 |
|
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის №1067 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის N1067 ბრძანებაში (www.matsne.gov.ge,01/12/2009, სარეგისტრაციო კოდი: 430.210.000.22.022.013.869) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული ,,ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიღებული განათლების აღიარების წესის“:
ა) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებაზე უფლებამოსილი ორგანო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარებას ახდენს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში – ცენტრი) საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად;“ ბ.) მე-5 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,7. თუ არ არსებობს წერილობითი მონაცემი დაინტერესებული პირის მიერ გავლილი საგნებისა და მიღებული შეფასების შესახებ, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, განსაზღვრული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ატარებს გამოცდებს დაინტერესებული პირის მიერ მითითებულ საგნებში, ახდენს მის შეფასებასა და კრედიტების მინიჭებას. გამოცდა ფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. შეფასებისას გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტებით გაანგარიშების წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი;“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები