„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 516
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 17/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 08/11/2022
სარეგისტრაციო კოდი 430060000.10.003.019582
516
17/11/2016
ვებგვერდი, 21/11/2016
430060000.10.003.019582
„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 
საქართველოს მთავრობის

დადგენილება №516

2016 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2016 წლის 2 ივნისის №238 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 06/06/2016, 430060000.10.003.019303) შეტანილ იქნეს ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამის“ მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. პროგრამის ბიუჯეტი, დაფინანსების წყარო და დაფინანსების მექანიზმები

პროგრამის ბიუჯეტი განისაზღვრება 1 914 000 (ერთი მილიონ ცხრაას თოთხმეტი ათასი) ლარით. პროგრამის (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების) დაფინანსების წყაროა წლიური საბიუჯეტო კანონით „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლება“ პროგრამისათვის  (პროგრამული კოდი: 35 05 04) გათვალისწინებული ასიგნება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი