დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი |
| მიღების თარიღი | 18/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/07/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010100000.62.074.016017 |
|
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2014 წლის 11 დეკემბრის №2 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 11.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010100000.62.074.016002) დამტკიცებულ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში“ შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. 111 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება საერთაშორისო ურთიერთობების ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით; ბ) სპეციალობით მუშაობის 2-წლიანი გამოცდილება; სასურველია საზოგადოებასთან ურთიერთობების მიმართულებით მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება; გ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება; დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, ეფექტური კომუნიკაციის, მსჯელობისა და დისკუსიის, პრეზენტაციის, დროის ეფექტური მართვის, ქართულ და უცხო ენაზე აკადემიური წერისა და ანალიტიკური აზროვნების უნარები, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook); ვ) ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა.“. 2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. შესყიდვების სპეციალისტი 1. შესყიდვების სპეციალისტი უნდა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება იურიდიული, ეკონომიკის ან ფინანსების მიმართულებით; ბ) საბიუჯეტო დაწესებულებაში შესყიდვების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში მუშაობის გამოცდილება; დ) პროფესიული უნარები: გუნდური მუშაობის, შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის, დროის ეფექტური მართვის უნარები, გამართულად წერის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook), სასურველია ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამაში მუშაობის გამოცდილება. 2. საკონკურსო თემატიკა: საქართველოს კონსტიტუცია; საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი; საქართველოს კანონი „გრანტების შესახებ“; საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“; „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანება; „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №2 ბრძანება; „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება; „შესყიდვის ობიექტების ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება; „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანება; „ორეტაპიანი ელექტრონული ტენდერისა და ორეტაპიანი გამარტივებული ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 28 ივლისის №11 ბრძანება; „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 23 ივნისის №15 ბრძანება; საქართველოს მთავრობის 2012 წლის 26 სექტემბრის №1805 განკარგულება "საკომუნიკაციო მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ"; საქართველოს მთავრობის 2014 წლის 14 იანვრის №55 დადგენილება ტექნიკური რეგლამენტის - „სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისას ზედნადები ხარჯებისა და გეგმური მოგების განსაზღვრის წესის“ დამტკიცების შესახებ; საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 იანვრის №26 დადგენილება „ავტოსატრანსპორტო საშუალებების წლოვანების ან/და გარანტიის პირობების დადგენის შესახებ, რომელთა ტექნიკური მომსახურების შესყიდვა შესაძლებელია გამარტივებული შესყიდვის საშუალებით“. 3. შეფასების კრიტერიუმები: ა) განათლება/კვალიფიკაცია; ბ) სამუშაო გამოცდილება; გ) სამართლებრივი აქტების ცოდნა; დ) პროფესიული უნარები.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები