დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 168/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 26/12/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 28/12/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2022 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040030000.22.022.017241 |
|
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
|
| მუხლი 1 |
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 3 სექტემბრის №125/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 03/09/2013, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016645) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული წესდების:
1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 2. მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 3. მე-15 მუხლის მე-15 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 4. მე-19 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,5. სასწავლო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს, 4 წლის ვადით, ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით. ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.“. 5. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21, 22 და 23 პუნქტები: ,,21. ფაკულტეტის დეკანს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე, რომლის უფლებამოსილება განისაზღვრება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 22. ფაკულტეტის დეკანის მოადგილის თანამდებობის დაკავების უფლება აქვს ფაკულტეტის პროფესორს ან ასოცირებულ პროფესორს. 23. ფაკულტეტის დეკანის მოადგილეს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი ფაკულტეტის დეკანის წარდგინებით.“. 6. 24-ე მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი: ,,5. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს სასწავლო უნივერსიტეტი.“. 7. 28-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული პროფესიული ან/და სამეცნიერო მიღწევები. პირი პროფესორის თანამდებობაზე უვადოდ აირჩევა.“. 8. 28-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 281 მუხლი: ,,მუხლი 281 პროფესორის ატესტაცია 1. ატესტაცია არის პროფესორის პროფესიული უნარების, აკადემიური საქმიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დაკავებული თანამდებობისათვის წაყენებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. 2. პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება ატესტაციის გავლას. ატესტაცია უნდა ეფუძნებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპებს. 3. ატესტაციის ჩატარების დრო განისაზღვრება აკადემიური საბჭოს მიერ, რომელიც ატესტაციის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი თვით ადრე აქვეყნებს განცხადებას ატესტაციის ჩატარების შესახებ. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადება ატესტაციის ჩატარების შესახებ უნდა განთავსდეს სასწავლო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და სასწავლო უნივერსიტეტში ყველასთვის თვალსაჩინო ადგილებზე მისი საჯაროობისა და დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული აკადემიური საბჭოს განცხადებაში მიეთითება: ა) ატესტაციის ჩატარების დრო და ადგილი; ბ) ატესტაციას დაქვემდებარებულ პროფესორთა სია; გ) საატესტაციოდ წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა და მათი წარდგენის ვადა. 6. ატესტაციას ახორციელებს საკონკურსო-საატესტაციო კომისია, რომელიც იქმნება ატესტაციის ჩატარების წინ, რექტორის წარდგინებით აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით. 7. დაუშვებელია საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი იყოს ატესტაციას დაქვემდებარებული პირი. 8. საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 9. ატესტაციის შედეგად საკონკურსო-საატესტაციო კომისია თითოეულ პროფესორზე ადგენს დასკვნას და შუამდგომლობს რექტორისა და აკადემიური საბჭოს წინაშე პროფესორი დარჩეს თუ გათავისუფლდეს მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან. 10. ატესტაციის პროცედურულ საკითხებსა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესს შეიმუშავებს აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო.“. 9. 32-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;“. 10. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის IX თავი: ,,თავი IX გარდამავალი დებულებები მუხლი 46. გარდამავალი დებულებები სასწავლო უნივერსიტეტის ავტორიზაციის ვადის ამოწურვამდე პროფესორი არის დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები