შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

  • Word
შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2/1251
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი სასამართლოს აქტები
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/11/2016
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
2/1251
11/11/2016
ვებგვერდი, 21/11/2016
შპს „მშენებელი 2000“-ის კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

საქმე №2/1251

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

2016 წლიы  11 ნოემბერი

ქ. ქუთაისი

 ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გენადი მაკარიძემ განიხილა შპს ,,მშენებელი-2000’’-ის კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

 

 2012 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით შპს „მშენებელი 2000’’-ის დირექტორის ნოდარ თებიძის განცხადება მიღებულ იქნეს წარმოებაში.

 2012 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს „მშენებელი 2000’’-ის (ს/კ 248387455) მიმართ გაიხსნას გაკოტრების საქმის წარმოება და გაკოტრების მმართველად დაინიშნოს სსიპ - აღსრულების ეროვნული ბიურო, ამასთან, შედგა კრედიტორთა მოთხოვნების რეესტრი.

 2016 წლის 10 ნოემბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მომართა შპს „მშენებელი-2000’’-ის გაკოტრების მმართველმა და წარმოადგინა საბოლოო ანგარიში და შპს „მშენებელი-2000’’-ის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულებისა და მისი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება ითხოვა.

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწვეული უნდა იქნეს შპს „მშენებლი 2000’’-ის კრედიტორთა კრება.

სასამართლომ იხელმძღვანელა „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-7, მე-8, 27-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მოწვეულ იქნეს შპს „მშენებელი 2000’’-ის კრედიტორთა კრება 2016 წლის 28 ნოემბერს, 16:00 საათზე. დღის წესრიგით - გაკოტრების მმართველის საბოლოო ანგარიშის მოსმენა და გაკოტრების საქმის წარმოებით დასრულების საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

2. კრედიტორთა კრება შედგება ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქალაქი ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, მესამე სართული, სხდომის დარბაზი №3).

3. დაევალოს შპს „მშენებელი 2000’’-ის გაკოტრების მმართველს კრედიტორებისათვის კრების ჩატარების შესახებ შეტყობინებების გაგზავნა. მასვე დაევალოს განჩინების გამოქვეყნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. განჩინება ასევე გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე.

4 . განჩინებაზე შეუძლია კერძო საჩივრის შეტანა გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება მისი გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11). ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია. თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, კერძო საჩივრის შეტანის ვადა დაიწყება მისი გამოცხადების მომენტიდან.

მოსამართლე                                                           გენადი მაკარიძე