დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 280 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 16/11/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/11/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 230210000.22.033.016909 |
|
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებით (ვებგვერდი, 31/07/2012, სარეგისტრაციო კოდი: 230210000.22.033.016424) დამტკიცებული ინსტრუქციის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე, რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი (წარმოშობის სერტიფიკატი, „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და, მეორე მხრივ, საქართველოს შორის“ ასოცირების შესახებ 2014 წლის 27 ივნისის შეთანხმების I ოქმით გათვალისწინებული „წარმოშობის დეკლარაცია“, „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების II ოქმით გათვალისწინებული „ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისის) დეკლარაცია“ ან სხვა), ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით.“. |
მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დოკუმენტის კომენტარები