დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ონის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 17/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.118.016198 |
|
,,ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
,,ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 დეკემბრის №27 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/12/2015, სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.118.016177) შევიდეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
თავი I
ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის შემოსავლები 6 410,1 ათ. ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის გადასახადები 210.0 ათასი ლარის ოდენობით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 5 915.9 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 284.2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯები 2 991.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 4 092.0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4 104.0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება განსაზღვრულ იქნეს 12.0 ათ.ლარით:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო 673.2 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ფინანსური აქტივების ცვლილება 759.2 ათასი ლარის ოდენობით. |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 86.0 ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
|
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტში შექმნილი სარეზერვო ფონდი 64.0 ათ. ლარის ოდენობით გაიხარჯება მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების შესაბამისად.
|
მუხლი 14.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
|
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 103.0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 43.8 ათასი ლარი; ბ) „სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 56.2 ათასი ლარი; გ) სამამულო ომის ვეტერანების დაკრძალვის ხარჯი 3.0 ათასი ლარი. 2. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის" 69-ე მუხლის საფუძველზე, წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 15.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
|
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
|
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ხორციელდება წვევამდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა და მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 1.1 ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 02 03) საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ონის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00) მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება. აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა, მშენებლობა და რეაბილიტაცია, განხორციელდება ქ. ონში ასფალტირების სამუშაოები თანადაფინანსებით, სოფ. ზუდალი - შრომისუბანი - კვაშხიეთი - ზვარეთი - ხეითი - ბოყვა - შქმერი - უშოლთა და ხარისთვალის გზის მოწყობა-ასფალტო ბეტონითი სამუშაოები თანადაფინანსებით და სოფელ ბარის მისასვლელ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა თანადაფინანსებით, ქალაქის დასუფთავება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო ნარჩენებისაგან, ქ. ონში მაწანწალა ძალღების პრევენციული ღონისძიებების ჩატარება, ქ. ონში და სოფლებში სანიაღვრე არხების წმენდა-მოწყობა-რეაბილიტაცია, გამოცხადდება შესყიდვა როგორც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამუშაოების, ბარი-მრავალძლის გზის, ასევე მუზეუმის მშენებლობის საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპორტო მომსახურებაზე. განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების რეაბილიტაცია, ტექნიკური მომსახურება და ახალი წერტილების დამატება როგორც ქ. ონში, ასევე სოფლებში. დასრულდება სოფ. ღებში 2015 წელს დაწყებული ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა და აღებული ვალდებულებების შესრულება. განხორციელდება სოფლებში წყალსადენის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაოები. მოხდება გ. ჯაფარიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა, სოფ. გლოლაში ბაგა-ბაღის მშენებლობა და ამავე სოფელში გადაიხურება ადმინისტრაციული შენობა. იგეგმება წილობრივი მონაწილეობთ ქ. ონში ასფალტირების სამუშაოების, სოფ. ზუდალის, კვაშხიეთის, ბოყვის და შქმერის და ბარი -მრავალძლის გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა და ქ. ონში დ. აღმაშენებლის ქუჩა №52-ში არსებული შენობის (ყოფილი რესტორნის შენობის) სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ონში შემოიღობება ერთ-ერთი საცხოვრებელი კარმიდამო. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ სოფლებში მაცხოვრებელი ოჯახებისათვის მოხდება მზის ფოტოელექტრონული სისტემის შესყიდვა. ქ. ონში გამწვანების ზოლში არსებული ზეხმელი და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხეების მოჭრა-გადაბელვა, სოფ. ნაკიეთში ბიბლიოთეკის შენობის სახურავის შეცვლის სამუშაოები. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა, პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. 2.1 საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) მუნიციპალიტეტში სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების დიდი ნაწილი ავტოტრანსპორტზე მოდის, ამიტომ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საავტომობილო გზების, ხიდების და ბოგირების მშენებლობის აუცილებლობა. მნიშვნელოვანია საკურორტო ცენტრებთან, ისტორიულ და კულტურულ ძეგლებთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია და მოდერნიზება. ზამთარში დიდთოვლობის დროს მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელია თოვლის საფარისაგან გზების გაწმენდა. განხორციელდება შიდა სასოფლო გზების მოვლა-რეკონსტრუქცია და წილობრივი მონაწილეობით, თანადაფინანსებით, ქ. ონში ასფალტირების სამუშაოები, სოფ. ზუდალი - შრომისუბანი - კვაშხიეთი - ზვარეთი - ხეითი - ბოყვა - შქმერი - უშოლთა და ხარისთვალის გზის მოწყობა ასფალტობეტონით და სოფელ ბარის მისასვლელ გზაზე ასფლატობეტონის საფარის მოწყობა. 2.2 საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სარემონტო სამუშაო 2016 წელს არ არის გათვალისწინებული. 2.3 გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 02 02) დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის როგორც ქალაქად, ისე სოფლად, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ტექნიკური მომსახურება და გამოცხადდება შესყიდვა გარე განათების ახალი წერტილების მოწყობაზე როგორც ქალაქად, ასევე სოფლად. 2.4 დასუფთავების ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02 03) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სამშენებლო, და ქ. ონში მაწანწალა ძალღების პრევენციული ღონისძიებების ჩატარება. 2.5 საკანალიზაციო სანიაღვრე სისტემის, ნაპირსამაგრი ნაგებობების მოწყობა -რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში და სოფლებში სანიაღვრე არხების წმენდა, მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები და დასრულდება 2015 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება. მოხდება სტიქიის შედეგად სოფ. ღარში მდ. ღარულის კალაპოტის გასწორხაზოვნების და ნაპირდამცავი ღონისძიებების სამუშაოები. 2.6 წყლის სისტემის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლებში კვაშხიეთში, გლოლაში, ღარში, ცხმორში და შქმერში 2015 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, სოფლებში წყლის სისტემების რეაბილიტაციის სამუშაო და სასმელი წყლის მილების შესყიდვა. 2.7 მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 03) მუნიციპალიტეტში არსებულ საკუთრებაში საკმაოდ ბევრი არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობაა, რომელიც ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურული დატვირთვის მატარებელია. შენობების ექსპლუატაციის პერიოდის გათვალისწინებით, ხშირად დგება დღის წესრიგში მათზე მიმდინარე სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაოების შესრულება. ქვეპროგრამის ფარგლებში დასრულდება სოფ. ღებში 2015 წელს დაწყებული ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. აშენდება ახალი საბავშო ბაგა-ბაღი სოფელ გლოლაში. ამავე სოფელში გადაიხურება ადმინისტრაციული შენობა. მოხდება გ. ჯაფარიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკის კეთილმოწყობა და სოფელ ქვედში კლუბის შენობის რეაბილიტაცია. გამოცხადდება შესყიდვა როგორც მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, ქ. ონში დავით აღმაშენებლის ქუჩა №52-ში არსებული შენობის (ყოფილი რესტორნის შენობის), ასევე მუზეუმის მშენებლობის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის და საექსპორტო მომსახურებაზე შესყიდვა და წილობრივი მონაწილეობთ შესრულდება ქ. ონში დ. აღმაშენებლის ქუჩა №52-ში არსებული შენობის (ყოფილი რესტორნის შენობის) სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. ქ. ონში შემოიღობება ერთ-ერთი საცხოვრებელი კარმიდამო. ჩატარდება ბაგა-ბაღის საკანალიზაციო სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილ სოფლებში მაცხოვრებელი ოჯახებისათვის მოხდება მზის ფოტოელექტრონული სისტემის შესყიდვა. ქ. ონში გამწვანების ზოლში არსებული ზეხმელი და ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ხეების მოჭრა-გადაბელვა, სოფ. ნაკიეთში ბიბლიოთეკის შენობის სახურავის შეცვლის სამუშაოები. 2.8 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 04) სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 2016 წელს გამოყოფილი თანხიდან მოხდება სოფლის მოსახლეობის გადაწყვეტილებით შესაბამისი სამუშაოების შესრულება. კერძოდ: სოფ. უშოლთაში ხიდის (ბოგირის) რეაბილიტაცია; სოფ. შეუბანში, ჭალაში, წოლაში, ხირხონისში, კომანდელში, ქორთაში, პიპილეთში, სორგითში, ცხმორში, ღუნდაში, სხანარში და ახალჩორდში სასოფლო გზების რეაბილიტაცია; სოფ. უწერაში, წმენდაურში და სორში სანიაღვრე არხის მოწყობა; სოფ. გლოლაში, ფარავნეში, ნაკიეთში, ხურუთში, ხირხონისში, ჟაშქვაში, ირში, კვაშხიეთში, ბოყვაში, ზვარეთში, ფარახეთში, ჭიბრევში, შარდომეთში, სევაში, ზემო ბარში, ქვემო ბარში, სამთისში და მრავალძალში წყლის სისტემის რეაბილიტაცია; სოფ. ონჭევისათვის და ქვედრულისათვის წყლის სისტემის მილების შეძენა; სოფ. ჭიორაში, წედისში, კვაშხიეთში და ხეითში გარე განათების მოწყობა; სოფ. სომიწოში და ფსორში სავარგულების სათიბების შემოღობვა; ელექტროგენერატორის შეძენა-მონტაჟი სოფელ სხიერისათვის, გადამშისათვის და ჭვებარისათვის; სოფელ გონისათვის მზის ენერგიაზე მომუშავე დენის წყაროს შეძენა-მონტაჟი; სოფ. ღებში, პატარა ღებში, ნიგავზებში, გომში, ჯინჭვისში, საკაოში, ხიდეშლებში, ბორცოში, ლაგვანთაში, ლაჩთაში, ნიგვზნარაში და ქრისტესში სარიტუალო დარბაზების რეაბილიტაცია-მოწყობა-აღჭურვა; სოფ. ღარში, მაჟიეთში, ბაჯიხევში, ზუდალში, შქმერში და ხარისთვალში სასაფლაოს ტერიტორიების შემოღობვა-კეთილმოწყობა. 3. განათლება (პროგრამული კოდი 04 00) მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება და დამატებით ალტერნატიური ჯგუფის შექმნა სოფელ ჭიორაში. 3.1 სკოლამდელი განათლება (პროგრამული კოდი 04 01) მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს ერთი საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 105 ბავშვი და დაქვემდებარებაშია ალტერნატიული ჯგუფები სოფ. ღარში, უწერაში და ჭიორაში. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯებს. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი (პროგრამული კოდი 05 00) მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლენა. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს; 4.1 სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა. 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული შეჯიბრება და ღონისძიება. ტარდება საერთაშორისო, რესპუბლიკური და სამხარეო ტურნირები ჭიდაობის სხვადასხვა სახეობაში, ახალგაზრდებსა და ჭაბუკებში; ასევე სამხარეო და რესპუბლიკური ტურნირები ფეხბურთში და ტურისტური ლაშქრობა. დაკავებულია მუნიციპალიტეტის 115-მდე სპორტსმენი ჭიდაობის, ფეხბურთის და კალათბურთის წრეებზე, რომლის დაფინანსება მთლიანად ხდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. 4.2 კულტურული ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 4.2.1 ონის სახელოვნებო სკოლის ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) მუნიციპალიტეტში 2016 წელს გაგრძელდება ახალგაზრდების კულტურულ-საგანმანათლებლო დონის ამაღლების ხელშეწყობა. ქ.ონში ფუნქციონირებს ააიპ – სახელოვნებო სკოლა, სადაც გაერთიანებულია მუსიკალურ და სამხატვრო სკოლა. მუსიკალური სკოლაში სწავლობს 25-მდე მოსწავლე. სკოლის დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი, ისე მშობელთა შემონატანით. ერთი ბავშვის გადასახადი წლიურად განისაზღვრება 80 ლარით. სამხატვრო სკოლაში დაკავებულია 44-მდე მოსწავლე, ფუნქციონირებს ხატვის, ფერწერის, ძერწვის, თექის, ბატიკის, ძერწვის, კერამიკის და ხის მხატვრული დამუშავების წრეები. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე შემონატანებით, თითოეულ ბავშვზე გადასახადი შეადგენს 8 ლარს. გადასახადისაგან გათავისუფლებული არიან წარჩინებული მოსწავლეები. წლის განმავლობაში მიმდინარეობს სააღდგომო, გასვლითი სხვა რეგიონებში, საშემოდგომო, საახაწლო და საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვები. აღსაზრდელებს მონაწილეობა აქვთ მიღებული სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენაზე. 4.2.2 კულტურის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 02) 2016 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება კულტურის ცენტრი, სადაც გარემონტებულ შენობაში დაკავებულია ამ დროისათვის 98 ბავშვი. კულტურის ცენტრში მოქმედებს ქორეოგრაფიის წრე, ხალხური ინსტრუმენტების შემსწავლელი წრე, საესტრადო სიმღერის წრე, თოჯინების და სახალხო თეატრი და ფოლკლორული ანსაბლი „რაჭა“ და „ბუბა“. დაფინანსება ხდება როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ასევე მშობელთა შემონატანით. შემოსავალი სხვადასხვა წრეზე სხვადასხვა თანხით, საშუალოდ, ერთ ბავშვზე 10 ლარით განისაზღვრება. 4.2.3 მუზეუმის დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 03) მუნიციპალიტეტში პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ონის სამხარეო მუზეუმის დაფინანსება, სადაც წლების განმავლობაში ინახება უნიკალური ექსპონატები და დაცულია ეთნოგრაფიული მასალები. 4.2.4 ბიბლიოთეკების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 02 04) ახალგაზრდა თაობის ინტელექტუალური, ზნეობრივი და კულტურული განვითარების მიზნით, ისევე როგორც გასულ წლებში, 2016 წელსაც გაგრძელდება ადგილობრივი ბიბლიოთეკების დაფინანსება. ბიბლიოთეკის გაერთიანებაში გადის 1 მთავარი და 17 სასოფლო ფილიალი. 4.2.5 კულტურული მემკვიდრეობის ცენტრის დაფინანსება (პროგრამული კოდი05 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, შემოწმება, ძეგლისა და ძეგლის ნიმუშის მქონე ობიექტების გამოვლენა და მათი აღრიცხვა, სიის შედგენა, ეროვნული და ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვის უზრუნველყოფა. 4.2.6 კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობის ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ისტორიული ძეგლების პოპულარიზაცია, ხალხური ტრადიციების, ნაწარმოების მოძიება-პოპულარიზაცია, საზოგადო მოღვაწეებისა და მათი ნაშრომების მოძიება-პოპულარიზაცია, ღონისძიებების ორგანიზება, ტურისტული მარშუტების ორგანიზება მოწვეული სტუმრებისათვის. 4.3 კულტურული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 03) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის, მხარის ღირსეულად წარმოჩენის მიზნით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმრების დაინტერესების სანახაობებისა და წარმოდგენების მიზნით გაიმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, როგორიცაა მურმან ლებანიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი, ონელობის, საახაწლო ღონისძიებები, სადაც მოწვეული იქნებიან ფოლკლორული კოლექტივები, ონიდან დედაქალაქში წასული და იქ მოღვაწე ხელოვანები, დასასრულს გაიმართება დასკვნითი კონცერტი. დაფინანსდება გაზეთი. იგეგმება საახაწლოდ ნაძვის ხის შეძენა. 4.4 რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ქ. ონში, სოფ. შქმერში წმინდა ელისე წინასწარმეტყველის სახელობის ტაძრის და ონის გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის სამრეკლო, სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები. 4.5 ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 05) პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში, სადაც სხვადასხვა წრეზე დაკავებულია 135 ბავშვი, რომელთა შემონატანი საშუალოდ, ერთ ბავშვზე შეადგენს 10 ლარს. მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი ფინანსება როგორც ბიუჯეტიდან, ასევე თავისი შემონატანებით. ფუნქციონირებს ფოლკლორის, ცეკვის, ანა-ბანის, ფანდურის, ინგლისურის, კომპიუტერის შემსწავლელი, ჭადრაკის და მხარეთმცოდნეობის წრეები. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებით და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. 5.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება (პროგრამული კოდი 06 01) პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას, კერძოდ:
5.2 მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, ხანდაზმულთა სოციალური დაცვის მიზნით ფულადი შემწეობის გაცემას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების (3 და მეტ ბავშვზე) დახმარებას, ერთჯერად დახმარებას შვილის შეძენასთან დაკავშირებით და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 5.2.1 ავადმყოფთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 01) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 02) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.3 მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით – ობოლ ბავშვებს და სოციალურად დაუცველ ოჯახების ბინის ქირით გაცემული ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 03) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.4 ვეტერანთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 05) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.5 სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ოჯახების სოციალური დაცვა (პროგრამულიკოდი06 02 06) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.6. 9 და 26 მაისის, 8 მარტის და საახაწლო დღესასწაულთან დაკავშირებით ვეტერანთა ერთჯერადი დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 07) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.7 სამამულო ომის ვეტერანებზე და საქართველოს მთლიანობის ბრძოლაში დაღუპულთა, დაინვალ. ოჯახების ერთჯერადი სოციალური დაცვა (პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
5.2.8 ას წელს გადაცილებულთა სოციალური დაცვა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის ხარჯი (პროგრამული კოდი 06 02 09) ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები