„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 153/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 28/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.017226
153/ნ
28/11/2016
ვებგვერდი, 29/11/2016
040030000.22.022.017226
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №153/ნ

2016 წლის 28 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2016 წლის 02 აგვისტოს N928232 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე 2010 წლის მდგომარეობით  სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში ფიქსირდება მხოლოდ სოფ. ქვ. ბოლნისის №1 სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია ქ. ბოლნისი), „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 09 დეკემბრის №678 ბრძანების ძალაში შესვლიდან ფიქსირდება მხოლოდ სოფ. ქვ. ბოლნისის სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფ. ქვ. ბოლნისი). „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 24 იანვრის №53 ბრძანების ძალაში შესვლიდან ფიქსირდება მხოლოდ ქვ. ბოლნისის სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფელი ბოლნისი), ხოლო საფეხურის გრაფაში დაწყებითი და საბაზო. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №226 ბრძანების ძალაში შესვლიდან ფიქსირდებოდა სოფ. ქვ. ბოლნისის საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფ. ბოლნისი), ასევე ფიქსირდება სოფ. ქვ. ბოლნისის საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფ. ქვ. ბოლნისი). „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №136/ნ ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე ფიქსირდება სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფელი ქვემო ბოლნისი) და სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია სოფელი ქვემო ბოლნისი).

წარმოდგენილი წერილებითა და თანდართული დოკუმენტაციით დგინდება, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების ძალაში შესვლის დღიდან სოფელ ქვემო ბოლნისში ფუნქციონირებს ორი საჯარო სკოლა სოფელ ქვემო ბოლნისის №1 და სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლა. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლნისის №2 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით, სოფელ ბოლნისის №2 საჯარო სკოლა 2005 წლიდან სწავლებას ახორციელებდა დაწყებით და საბაზო საფეხურზე, ხოლო 2008 წლიდან დაემატა საშუალო საფეხური და სწავლება სკოლაში ხორციელდებოდა დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზეც.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2016 წლის 19 მაისის №522157 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე 2007 წლის მდგომარეობით  სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში ფიქსირდება სოფელ კლდეეთის №2 სკოლა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №226 ბრძანების ძალაში შესვლიდან ფიქსირდებოდა სოფ. კლდეეთის საჯარო სკოლა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №136/ნ ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე ფიქსირდება სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა.

წარმოდგენილი წერილებითა და თანდართული დოკუმენტაციით დასტურდება, რომ სკოლის სახელწოდებად სოფელ კლდეეთის №2 საჯარო სკოლა არ უნდა ყოფილიყო მითითებული. სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლის სახელწოდება არასდროს ყოფილა „სოფელ კლდეეთის №2 საბაზო სკოლა“ ან „სოფელ  კლდეეთის №2 საჯარო სკოლა“ და ყოველთვის იყო სოფელ კლდეეთის სკოლა. მისი განმარტებით, 2005 წელს განხორციელდა სკოლების შერწყმა და საბოლოო რეორგანიზაციის შედეგად, 2007 წელს  შერწყმულ იქნა ორი სკოლა „სოფ. კინოთის სკოლა“ და „სოფ. კლდეეთის სკოლა“, რის გამოც კლდეეთის საჯარო სკოლას ბრძანებებში კლდეეთის №2 საჯარო სკოლად მოიხსენიებდა,  ხოლო კინოთის დაწყებით სკოლას კლდეეთის №1 სკოლად. სკოლის დირექტორის განმარტებით, სკოლა რესურსცენტრთან და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთობის დროს ოფიციალურ კორესპონდენციაში იყენებდა სახელწოდებას „სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა“, თუმცა აღნიშნულთან დაკავშირებით რაიმე სახის პრობლემა არასდროს შექმნილა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემიდან წარმოდგენილი 2016 წლის 03 ივნისის №621969 წერილით, მოთხოვნილ ინფორმაციაზე 2008 წლის მდგომარეობით  სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლის სრულ სახელწოდებასთან დაკავშირებით, საკითხის შესწავლისას გამოვლინდა, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების პირველად რედაქციაში ფიქსირდება №41 სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია დგებუაძის №8), რომელიც შედიოდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის რესურსცენტრის დაქვემდებარებაში, ხოლო საფეხურების გრაფაში მითითებული იყო დაწყებითი და საბაზო.  „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 22 აპრილის №226 ბრძანების ძალაში შესვლიდან ფიქსირდებოდა №41 საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია ირ. აბაშიძის №15), რომელიც შედიოდა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში, ხოლო საფეხურების გრაფაში მითითებული იყო დაწყებითი და საბაზო. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 06 ოქტომბრის №840 ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ, აღნიშნულ სკოლას დაემატა საშუალო საფეხური და სკოლის სახელწოდებად განსაზღვრული იყო №41 საჯარო სკოლა (მისამართების გრაფაში მითითებულია ირ. აბაშიძის №15), ხოლო საფეხურების გრაფაში მითითებული იყო დაწყებითი, საბაზო და საშუალო. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 18 ნოემბრის №1014 ბრძანების ძალაში შესვლის შემდეგ სკოლას მიენიჭა მიხელ გრუშევსკის სახელი და სკოლის სახელწოდებად განისაზღვრა სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის №41 საჯარო სკოლა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 19 აგვისტოს №136/ნ ბრძანების ძალაში შესვლიდან დღემდე სკოლის სახელწოდებაა სსიპ მიხეილ გრუშევსკის სახელობის ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლა.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მოძიებისას აღმოჩნდა, რომ „სსიპ ქ. თბილისის №41 საჯარო სკოლის განთავსების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 08 თებერვლის №97 ბრძანების პირველი პუნქტით სსიპ ქ. თბილისის №41 საჯარო სკოლის კონტინგენტი განთავსდა ფალიაშვილის ქ. №34-ში მდებარე სსიპ ქ. თბილისის №56 სკოლის „დ“ კორპუსში. შესაბამისად, დგინდება, რომ 2007 წელს სკოლის  მისამართი შეიცვალა და სკოლა დაექვემდებარა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს, თუმცა ინფორმაცია სკოლის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ტერიტორიაზე გადასვლის თაობაზე „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში აისახა დაგვიანებით, 2009 წლის 22 აპრილს. ამასთან, ზემოაღნიშნულ პერიოდში სკოლის ზოგადი განათლების საფეხურებთან დაკავშირებით ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის განმარტებით, ზოგადი განათლების მესამე საფეხური სკოლაში რეალურად არსებობდა სკოლის ვაკე-საბურთალოს რაიონის დაქვემდებარებამდეც, როგორც 2006-2007, ასევე, 2007-2008 სასწავლო წლებში. აღნიშნულს ადასტურებს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან წარმოდგენილი „მონაცემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მუშაობის  შესახებ“ (შევსების თარიღი: 06/10/2006წ.), რომლის თანახმად, სკოლაში ირიცხებიან საშუალო საფეხურის მოსწავლეები, ხოლო სკოლის მიერ წარმოდგენილი ბრძანების წიგნის თანახმად, 2006-2007 და 2007-2008 სასწავლო წლებში ფიქსირდება ცალკეული მოსწავლეების როგორც საშუალო საფეხურის კლასებში გადაყვანა, ასევე, აღნიშნული საფეხურის დასრულება.

ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში (სსმ, 112, 26/09/2005) და ბრძანების დანართი №2-ით გათვალისწინებული:

 1.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ ბოლნისის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლა და სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლა დაფუძნებულად ჩაითვალოს 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2011 წლის 19 აგვისტომდე პერიოდში. ამასთან, სკოლის მისამართად განისაზღვროს სოფელი ქვემო ბოლნისი და დაზუსტდეს, რომ:

ა) სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №1 საჯარო სკოლაში სწავლება ხორციელდებოდა როგორც დაწყებით, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურზე;

ბ) სსიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოლნისის №2 საჯარო სკოლაში 2005 წლიდან 2008 წლამდე სწავლება ხორციელდება დაწყებით და საბაზო საფეხურზე. 2008 წლიდან კი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურზე;

 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ ზესტაფონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებული სსიპ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლის სახელწოდებად 2005 წლის 15 სექტემბრიდან 2009 წლის 22 აპრილამდე პერიოდში განისაზღვროს სოფელ კლდეეთის საჯარო სკოლა.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს ქალაქ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დაქვემდებარებულ სსიპ ქალაქ თბილისის №41 საჯარო სკოლას საშუალო საფეხური დამატებულად ჩაეთვალოს 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებიდან   2009 წლის 06 ოქტომბრამდე პერიოდში. აღნიშნული სკოლა ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დაქვემდებარებაში არსებულად ჩაითვალოს 2007 წლიდან. 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიალექსანდრე ჯეჯელავა