„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 503
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019569
503
11/11/2016
ვებგვერდი, 15/11/2016
300160070.10.003.019569
„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №503

2016 წლის 11 ნოემბერი

   ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე­-20 მუხლის მე­-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსადგურის და ავტოსადგომის ფუნქციონირების წესისა და პირობების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 31 დეკემბრის №442 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2014, 300160070.10.003.017642) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის:

1.  მე-4 მუხლის მე-12 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი:

„13. სამივე კლასის ავტოსადგურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შეუფერხებელი გადაადგილების უზრუნველსაყოფად  გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი  პირობები (პანდუსები, ბილიკები, გასასვლელები და სხვა), რომელიც უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის“ სტანდარტებს.“.

 2. მე­-15 მუხლის მე-3 პუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4-მე-6 პუნქტები:

„4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ავტოსადგომზე ავტოსატრანსპორტო საშუალების დგომისათვის ავტოსადგომის ადმინისტრაციის მიერ დადგენილი საფასურის დღიური განაკვეთი არ უნდა აღემატებოდეს 30 ლარს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო უფლებამოსილია, მიმართოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურს, რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან ავტოსადგომის გამორთვის მოთხოვნით.

6. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის მიღებიდან  72 საათის ვადაში,  უზრუნველყოს რიგების მართვის ელექტრონული სისტემიდან შესაბამისი ავტოსადგომის გამორთვის განხორციელება.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი