საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 501
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 11/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 15/11/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/08/2025
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.019567
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
501
11/11/2016
ვებგვერდი, 15/11/2016
040030000.10.003.019567
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (15/11/2016 - 22/07/2025)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №501

2016 წლის 11 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის  შესაბამისად:

1. დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახური (შემდგომში - სამსახური).

2. სამსახურის უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მიერ დამტკიცებული დებულებით.

3. სამსახურის  დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

4. სამსახურის  სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.

მუხლი 2
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 5 დღის ვადაში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოს სამსახურის დებულების დამტკიცება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი