დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 467 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 27/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280.120.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №467
2003 წლის 27 სექტემბერი
ქ. თბილისი
ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის დაწესებისა და მათი სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების შესახებ
ხანდაზმულ ადამიანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების შემდგომი გაუმჯობესების მიზნით:
1. ყოველი წლის 1 ოქტომბერი გამოცხადდეს ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ.
2. დაევალოს საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულებს, გამგებლებსა და მერებს უზრუნველყონ ხანდაზმულ ადამიანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების გეგმის შემუშავება და მისი განხორციელებისათვის ხელის შეწყობა.
3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. გამყრელიძე) შეიმუშაოს ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღის პროგრამა.
4. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ა. ჯორბენაძემ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები