დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისი №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 79 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 11/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 14/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120010000.22.026.016425 |
|
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
,,სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესის შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2011 წლის 21 ივლისის №582 ბრძანებით (ვებგვერდი, 110721020, 21/07/2011, სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.016060) დამტკიცებულ სამხედრო პოლიციის თანამშრომელთა სამსახურის გავლის წესში შეტანილ იქნეს ცვლილება და წესს დაემატოს 121 მუხლი შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 121. შვებულება 1. მოსამსახურეს შვებულება მიეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. „საქართველოს შეიარაღებული ძალების სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საერთაშორისო ოპერაციებში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილე მოსამსახურეს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეძლევა დამატებითი შვებულება 30 დღემდე ვადით. დამატებითი შვებულება არ ჩაითვლება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შვებულებების ანგარიშში.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები