საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

  • Word
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2338
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022532
  • Word
2338
08/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022532
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2338

2016 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:

ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას  რეკონსტრუირებული სექტორის მოსაწყობად საოჯახო ტექნიკის (CPV-39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით - 2040.00  (ორი ათას ორმოცი) ლარად;

ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ავეჯის (CPV-39100000) ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით - 9920.00 (ცხრა ათას ცხრაას ოცი) ლარად;

გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საოჯახო ტექნიკის (CPV - 39700000) გამარტივებული ელექტრონული ტენდერის მეშვეობით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით - 17664.00 (ჩვიდმეტი ათას ექვსას სამოცდაოთხი) ლარად.

პრემიერ-მინისტრი                                                           გიორგი კვირიკაშვილი