2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

  • Word
2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2336
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 08/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022534
  • Word
2336
08/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022534
2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2336

2016 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და საბეჭდი ქაღალდის 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის შესაბამისად, 2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 500 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით.

3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.

4. A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, შეიქმნას A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია და დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის წესი.

პრემიერ-მინისტრი                                                გიორგი კვირიკაშვილი

 

 

 

A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი

1. A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მისი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით.

2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;

ლევან რაზმაძე – სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი ბარაბაძე − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;

გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ვარდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

დავით ხუციშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ზაალ კაპანაძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;

ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი.

3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.

4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.

5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა.

6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.

7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.

8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: paper2017@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.

9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.