დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| 2017 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2334 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 08/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022530 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2334
2016 წლის 8 ნოემბერი
ქ. თბილისი
2017 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე
შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ 2017 წლის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ მოწოდებული ინფორმაციისა და სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერებისა და მათი შედეგების ანალიზის გათვალისწინებით:
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 202 მუხლის შესაბამისად, 2017 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად, ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით.
2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 191 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2017 წელს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერებში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 2000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების განმეორებით წარდგენის საფასური განისაზღვროს 200 ლარის ოდენობით.
3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება.
4. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, შეიქმნას სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია და დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის წესი.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი
1. სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია სტანდარტული პერსონალური და სტანდარტული პორტაბელური/ სატარებელი კომპიუტერების 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით.
2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან:
ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე;
ლევან რაზმაძე – სსიპ − სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი ბარაბაძე − სსიპ − კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი;
გიორგი თაბუაშვილი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ვარდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
დავით ხუციშვილი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ზაალ კაპანაძე − საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი;
ვასილ ჯანჯღავა − საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის წევრი.
3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი.
4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ.
5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის ხუთი წევრისა.
6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას.
7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს, როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით.
8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: comp2017@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს.
9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები