დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022528 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2332
2016 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში ზოგიერთი სახელმწიფო შესყიდვის განხორციელებაზე თანხმობის მიცემის შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებით გასატარებელი ზოგიერთი ღონისძიების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 ივნისის №252 დადგენილების შესაბამისად, მიეცეს თანხმობა:
ა) სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რეკონსტრუირებული სექტორის მოსაწყობად, საოჯახო ტექნიკის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 641.00 (ექვსას ორმოცდაერთი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი : CPV - 39700000;
ბ) სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რეკონსტრუირებული სექტორის მოსაწყობად, ტელევიზორების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 1458.00 (ათას ოთხას ორმოცდათვრამეტი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი: CPV - 32320000;
გ) სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რეკონსტრუირებული სექტორის მოსაწყობად, სხვადასხვა ავეჯის გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 8980.00 (რვა ათას ცხრაას ოთხმოცი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი: CPV - 39100000;
დ) სსდ - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას რეკონსტრუირებული სექტორის მოსაწყობად, პრინტერების გამარტივებული ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 738.00 (შვიდას ოცდათვრამეტი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი: CPV - 30232000;
ე) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თმის საკრეჭი მანქანების ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 1100.00 (ათას ასი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი: CPV - 39700000;
ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამზარეულო ინვენტარის ელექტრონული ტენდერის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვაზე, სავარაუდო ღირებულებით 8700.00 (რვა ათას შვიდასი) ლარი. კლასიფიკატორის კოდი: CPV - 39700000.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები