დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 ოქტომბრის №2096 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 2329 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.022525 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2329
2016 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 ოქტომბრის №2096 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
1.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიური)“-სათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 5 ოქტომბრის №2096 განკარგულებაში შევიდეს ცვლილება და განკარგულების მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში;
ბ) ამ განკარგულების დანართით განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე ან/და მის ნაწილზე, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადაში, შპს „სი ი ეფ სი (ევრო-აზიურის)“ სათავო ოფისის, საოფისე ფართებისა და ჩინურ-ქართული კულტურის ცენტრის შექმნა;“.
2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები