ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისთვის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისათვის − წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 2327
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 07/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022523
  • Word
2327
07/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022523
ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისთვის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისათვის − წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2327

2016 წლის 7 ნოემბერი

ქ. თბილისი

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციისთვის − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისათვის − წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მზია ქობესაშვილის საქმეზე 2015 წლის 30 აპრილს გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას გამოუყოს 10 000 (ათი ათასი) ლარი, მოქალაქე მზია ქობესაშვილისათვის ერთჯერადი ფულადი დახმარების გასაცემად.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, დაევალოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას − სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას, უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი