სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2289
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022510
  • Word
2289
03/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022510
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2289

2016 წლის 3 ნოემბერი

. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 113-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებისა და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №330 დადგენილებით დამტკიცებული ნუსხის პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდეს სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2016 წლის 27 ოქტომბრის №5/55544 გადაწყვეტილება, გარდაბანში, სოფელ ლემშვენიერაში მდებარე უძრავი ქონების I სართულზე არსებული 240.77 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.20.03.306.01.501) და გარდაბანში, სოფელ ლემშვენიერაში მდებარე უძრავი ქონების II სართულზე არსებული 151.46 კვ.მ ფართისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №81.20.03.306.01.502) გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ.

 

პრემიერ-მინისტრი                            გიორგი კვირიკაშვილი