სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 2288
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 03/11/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022508
  • Word
2288
03/11/2016
ვებგვერდი, 11/11/2016
000000000.00.003.022508
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2288

2016 წლის 3 ნოემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტისა და 29- მუხლის მე-3 პუნქტიშესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში მდებარე 617.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №26.18.15.142) და ამ განკარგულების დანართში მითითებული მოძრავი ქონება, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 (ერთი) ლარად, საკუთრებაში გადაეცეს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ (ს/კ: №205169066).

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ქონების საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში;

ბ) №26.18.15.142 (მიწის (უძრავი ქონების)) საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ქონებაზე არსებული ქვესადგურის ფუნქციონირების მიზნით, ამავე ქონებაზე განთავსებული 10 კვ ღია გამანაწილებელი მოწყობილობის („კრუნ 10“) სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოების განხორციელება შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადაში.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

 

პრემიერ-მინისტრი                               გიორგი კვირიკაშვილი

 

დანართი

 

ქვესადგურის ტერიტორიაზე განთავსებული ელექტრომოწყობილობების (მოძრავი ქონების) ჩამონათვალი

 

1. ძალოვანი ტრანსფორმატორი 4 მვა 35/10.

2. 35 კვ ზეთიანი ამომრთველი ვტ35.

3. 10 კვ ღია გამანაწილებელი მოწყობილობა  „კრუნ 10“ (5 უჯრედი).