ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე

  • Word
ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 2274
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 31/10/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.022492
  • Word
2274
31/10/2016
ვებგვერდი, 14/11/2016
000000000.00.003.022492
ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიებების განხორციელების თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2274  

2016 წლის 31 ოქტომბერი 

 ქ. თბილისი

ქართული ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე

1. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 16 სექტემბრის №30 სხდომის ოქმის XXXVI პუნქტის მე-3 ქვეპუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან თანამშრომლობიდან გამომდინარე ვალდებულებებისათვის გათვალისწინებული ასიგნებები შეამციროს        3 000 000 (სამი მილიონი) ლარით და ამავე თანხით გაზარდოს საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდი.

2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, „საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსათვის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 31 მარტის №545 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „საქართველოში ფეხბურთის განვითარების (2016-2020 წწ.) სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 26 თებერვლის №107 დადგენილების მე-3 მუხლის „გ.ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული 2016 წლის ხარჯების დაფინანსების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, „საქარ­თვე­ლოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრო­ბის სარეზერვო ფონდიდან, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს გამოუყოს 12 800 000 (თორმეტი მილიონ რვაასი ათასი) ლარი, შემდგომში ა(ა)იპ ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდისათვის გადასაცემად.“.

 

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი