დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 149/ნ |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი |
| მიღების თარიღი | 09/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 430210000.22.022.017222 |
|
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 26 ოქტომბრის №111/ნ ბრძანებით (სსმ, №140, 29.10.2010., მუხ. 201, ს/კ: 430210000.22.022.016026) დამტკიცებულ „ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ წესის:
1. მე-7 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პირველი ტური ტარდება ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად: ა.ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, გარდა ამ პუნქტის ,,ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; ა.ბ) სპეციალური საჭიროების მქონე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით;“; ბ) მე-5 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) პირველი ტურის ტესტები სწორდება სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრის მიერ დადგენილი პროცედურების შესაბამისად;“. 2. მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) უზრუნველყოფს ოლიმპიადის პირველი ტურის ჩატარებას: ა.ა) სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით; ა.ბ) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წერილობითი ან/და ელექტრონული ფორმით;“. 3. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „3. 2016-2017 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი ტური სპეციალური საჭიროების მქონე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და გალის რაიონის ტერიტორიაზე მყოფი ოლიმპიადის მონაწილეებისთვის ჩატარდეს ამ წესის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისგან განსხვავებული წესით.“. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები