დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ,,ქ. ნიუ-იორკში 1998 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 459 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 24/09/2003 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 112, 30/09/2003 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.140.000.05.002.002 |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №459
2003 წლის 24 სექტემბერი
ქ. თბილისი
„ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ “ ქ. ნიუ-იორკში 1998 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენციის დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე
1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს ქ. ნიუ-იორკში 1998 წლის 12 იანვარს ხელმოწერილი საერთაშორისო კონვენცია „ტერორისტული დაბომბვის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი):
ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული საერთაშორისო კონვენციის ხელმოწერის შესახებ;
ბ) შეატყობინოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივანს აღნიშნული საერთაშორისო კონვენციის ძალაში შესვლისათვის საჭირო საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები