„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/01/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 26/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016613
5
10/01/2017
ვებგვერდი, 10/01/2017
140130000.22.034.016613
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №5

2017 წლის 10 იანვარი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 29 დეკემბრის №1061 ბრძანებით (სსმ, 140130000.22.034.016402, 29/12/2014) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1.  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის:

ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი:

„გ1) სააგენტოს მოსამსახურეებს უფლებას ანიჭებს სააგენტოს წარმომადგენლობაზე, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი;“;

ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს სამოქალაქო პირებს, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს ნიშნავს თანამდებობაზე ან/და ათავისუფლებს/ითხოვს შინაგან საქმეთა ორგანოებიდან.“.

2. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) ადამიანური რესურსების მართვის სამმართველო;“.

3. მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 8. ადმინისტრაციის (სამმართველო) კომპეტენცია

ადმინისტრაციის კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) სააგენტოში საქმისწარმოების, მათ შორის, საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოების, ორგანიზება;

ბ) დაგეგმილი ღონისძიებების საპროტოკოლო საქმიანობის უზრუნველყოფა;

გ) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან კოორდინაციით სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის, ფოტო და ვიდეოარქივის შექმნა და განახლება; სააგენტოს დანაყოფების მიერ ჩატარებული სახანძრო-სამაშველო სამუშაოებისა და სხვა ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის, ფოტო-ვიდეომასალის დამუშავება და ვებპორტალზე განთავსება;

დ) მასალების მომზადება და სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისათვის მიწოდება საინფორმაციო არხების მეშვეობით  გავრცელების მიზნით;

ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სხვა ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება;

ვ)  საგანგებო სიტუაციების დროს ჰუმანიტარული დახმარებისა და სამაშველო ჯგუფების მოთხოვნის ორგანიზება, მიღება და გაგზავნა დანიშნულებისამებრ;

ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისათვის ჰუმანიტარული დახმარების, ასევე სამინისტროს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების გამოუყენებელი ნაშთების დაზარალებულ და უმწეო მდგომარეობაში მყოფ პირთათვის გადაცემის პროცესში მონაწილეობა;

თ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და მათ მომზადებაში  მონაწილეობა;

ი) სააგენტოში მომზადებული, აგრეთვე სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ წარმოდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა;

კ) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უწყებათშორისი ხასიათის ხელშეკრულებების, მათ შორის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, შეთანხმებებისა და მემორანდუმების პროექტების მომზადება ან/და ექსპერტიზა;

ლ) ყველა ინსტანციის სასამართლოში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში, აგრეთვე საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

მ) სააგენტოში შეტანილი ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა და შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;

ნ) სააგენტოს დანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი რეგულირება;

ო) სააგენტოს საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი წინადადებების შემუშავება;

პ)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.

მუხლი 9. ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენცია

ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს კომპეტენციას, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, წარმოადგენს:

ა) ადამიანური რესურსების მართვის ღონისძიებების განხორციელება სამინისტროს სისტემაში აღნიშნულთან დაკავშირებით არსებული ერთიანი პოლიტიკის შესაბამისად; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის მიხედვით, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნისა და გათავისუფლების, ხოლო სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის ან/და შინაგან საქმეთა ორგანოებიდან გათავისუფლების/დათხოვნის შესახებ შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება;

ბ) სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებისათვის კვალიფიციური კადრების შერჩევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) პირად შემადგენლობასთან მუშაობასა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა;

დ) სააგენტოს  მოსამსახურეთა პროფესიული მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;

ე) სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილება, აგრეთვე სახელმწიფო სპეციალურ წოდებათა მინიჭების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შეფარდების თაობაზე მასალების მომზადება;

ვ) სააგენტოს მოსამსახურეთათვის ატესტაციის ჩატარების ორგანიზებაში მონაწილეობა; 

ზ)  სააგენტოს მოსამსახურეთა მიერ სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლის ორგანიზება;

თ) სააგენტოს სტრუქტურული სრულყოფისა და რეორგანიზაციის, საშტატო ერთეულების რაოდენობის ოპტიმიზაციისა და მათი რაციონალური  გამოყენების  შესახებ  წინადადებების  მომზადება;

ი) დოკუმენტაციის მომზადება სააგენტოდან დათხოვნილ მოსამსახურეთა  საპენსიო  უზრუნველყოფის  მიზნით;

კ) სააგენტოს მოსამსახურეების წელთა ნამსახურობისა და შრომის სტაჟის გამოთვლა, პირადი საქმეების აღრიცხვა და დამუშავება, ასევე საარქივო პირადი საქმეების  აღრიცხვა და შესაბამისი საცნობარო ბაზის შექმნა;

ლ) ადამიანური რესურსების მართვის საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა საქმიანობის განხორციელება;“.

4. მე-11 მუხლის:

ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, სხვა სახელმწიფოების შესაბამის ორგანოებთან, ასევე ორმხრივი და მრავალმხრივი მემორანდუმების ფარგლებში ცალკეული ქვეყნების უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობა და ერთობლივ ღონისძიებებში მონაწილეობა;“;

ბ) „ჭ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჭ) საავარიო-სამაშველო ქვედანაყოფების შექმნის მიზნით სპეციალისტთა მომზადება და საგანგებო სიტუაციებში როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათი გამოყენების ორგანიზებაში  მონაწილეობა;“.

5. მე-12 მუხლის:

ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებულ ობიექტებზე სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების საქმიანობის ორგანიზება და სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის განხორციელება;“;

ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ხანძრის ჩაქრობის მორიგე ცვლებში არსებული ოპერატიული ვითარების კონტროლი, მორიგეობის პერიოდში გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად ზომების მიღება, სააგენტოს უფლებამოსილი პირების განკარგულების საფუძველზე სააგენტოს ტერიტორიული დანაყოფების სამსახურის „გაძლიერებულ მზადყოფნაზე“ გადაყვანის ორგანიზება, აგრეთვე ხანძრის ჩაქრობის მორიგე ცვლების მუდმივი მზადყოფნისა და დადგენილი წესის შესაბამისად ორგანიზების უზრუნველყოფა;“;

გ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ჟ) სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს,  მონაწილეობა და მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;“;

დ) „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ღ) მოსახლეობისათვის, ასევე მეწარმე სუბიექტებისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების ორგანიზება და განხორციელება;“.

6. მე-15  მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  შესაბამისი სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილი თანამდებობის პირების, როგორც სხვა ადმინისტრაციული ორგანოს, მონაწილეობა და მონაწილეობის ორგანიზება სახელმწიფო სახანძრო ზედამხედველობას მიკუთვნებული ობიექტების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში (ადმინისტრაციული წარმოების შესაბამის სტადიაზე), აგრეთვე მათ მიერ ხანძარსაწინააღმდეგო დაცვის მოწყობილობებისა და სისტემების გამოცდის და სათანადო აქტის გაფორმების საკითხებში;“;

ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:

„3. სააგენტოს ქ.თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს მოსამსახურე (მაშველი) უფლებამოსილია, სამაშველო სამუშაოების ჩატარებისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით გამოიყენოს სპეციალური ვიდეოფიქსაციის საშუალება, აღნიშნულ სამუშაოთა მიმდინარეობის დაფიქსირების მიზნით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი