„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები გურჯაანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 07/11/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/11/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.166.016291
37
07/11/2016
ვებგვერდი, 09/11/2016
010250020.35.166.016291
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გურჯაანის მუნიციპალიტეტი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №37

2016 წლის 7 ნოემბერი

ქ. გურჯაანი

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ ” გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის №14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს კანონის ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 601 მუხლის  საფუძველზე,   გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის  №14 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 07/04/2016, 010250020.35.166.016263)  შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1.  დადგენილების  სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გურჯაანის  მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ”
2. დადგენილებით დამტკიცებული  დანართი №1-ის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული  საკითხები მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით.“.
3.     დადგენილებით დამტკიცებული  №2 დანართის  მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში. თუ არსებობს დედნის დაზიანების საფრთხე, საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს ზედამხედველობის ქვეშ მისი გაცნობის შესაძლებლობა ან წარუდგინოს სათანადო წესით დამოწმებული ასლი და მხარეს გადაახდევინოს თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ”  საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.“.
4.     დადგენილებით დამტკიცებული  №2 დანართის  მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით. განცხადება უნდა  დარეგისტრირდეს  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ სამსახურსა და გურჯაანის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ან/და  გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე  gurjaani.mun@gmail.com., gurjaanisraioni@gmail.com.
2.საჯარო ინფორმაციის მისაღებად პირი წარადგენს  განცხადებას. აუცილებელი არ არის, განცხადებაში მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი ან მიზანი. სხვისი კომერციული საიდუმლოების მოთხოვნის თაობაზე განცხადების შეტანისას განმცხადებელი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარადგენს შესაბამისი პირის სანოტარო წესით ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამოწმებულ თანხმობას.
5. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული  №2 დანართის  მე-4 მუხლი.
6. ამოღებულ იქნეს დადგენილებით დამტკიცებული №2 დანართის  მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი.
მუხლი 2
ბათილად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან  დაფინანსებული  კერძო სამართლის  იურიდიული პირ(ებ)ის  მიერ საჯარო  ინფორმაციის პროაქტიულად  გამოქვეყნების წესის და  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული  ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 4 აპრილის  №14 დადგენილებაში  ცვლილების შეტანის თაობაზე“  გურჯაანის მუნიციპალიტეტის 2016  წლის 5 სექტემბრის  №30 დადგენილებაში ცვლილებების  შეტანის შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 3 ოქტომბრის №32 დადგენილება  (www.matsne.gov.ge, 06/10/2016,  010250020.35.166.016286).
მუხლი 3
 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევანო ბერიძიშვილი