დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 25 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/11/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.147.016150 |
|
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 63-ე მუხლის და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №41 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, ვებგვერდი, 11/12/2015, 190020020.35.147.016123) „ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
ა) დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
ბ) დადგენილების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
გ) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის შემოსავლები 3 192.6 ათასი ლარის ოდენობით:
დ) დადგენილების 31 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 31. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის გადასახადები 16.2 ათასი ლარის ოდენობით:
ე) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის სხვა შემოსავლები 8.3 ათასი ლარის ოდენობით:
ვ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 6. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის ხარჯები განისაზღვროს 3 154.1 ათასი ლარით :
ზ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 7. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის არაფინანსური აქტივების ცვლილება 73.5 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
თ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 8. განისაზღვროს ერედვის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
ი) დადგენილების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის 2.2 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2.2 კეთილმოწყობის ღონისძიებები (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: საგურამოს დევნილთა ჩასახლებაში სკვერის მოწყობა. პროექტების, ხარჯთაღრიცხვების, კვლევითი სამუშაოების და ექსპერტიზის მომსახურების დაფინანსება. სამშენებლო მასალების შეძენა ბერბუკის დევნილთა ჩასახლებისთვის. სოფ. კოდის დევნილთა ჩასახლებაში არსებული სპორტული მოედნის რეაბილიტაცია.“. კ) დადგენილების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის 4.1.7 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4.1.7 ერთჯერადად ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება გაეწევათ დევნილთა ოჯახებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობდნენ ერედვის მუნიციპალიტეტში, სასურსათო კალათით (თითოეულ კალათში შევა: ერთი 50-კილოგრამიანი ტომარა ფქვილი, 10 ლიტრი ზეთი, 10 კილოგრამი შაქარი, 5 კილოგრამი წიწიბურა). დახმარება გაეწევათ სასურსათო კალათის ადგილზე მიტანით კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს, ხოლო არაკომპაქტურად ჩასახლებულ დევნილ ოჯახებს – ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ სურსათის დასაწყობებულ ადგილას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ შეძენილი სასურსათო კალათის არწაღება დევნილი ოჯახების მიერ, მისი განკარგვა მოხდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულებით, გამგებლის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე. ლ) დადგენილების მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. ერედვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის 2016 წლის ასიგნებები:
“. | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები