დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 36 |
| დოკუმენტის მიმღები | გურჯაანის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/11/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/11/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.166.016290 |
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და 22-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების საფუძველზე, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №2 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: www.matsne.gov.ge, 11.01.2016, 010250050.35.166.016251) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული პირველი დანართის – „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამის“ მე-4 მუხლის მე-20 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „20. სოციალურად დაუცველი და ობოლი სტუდენტების უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გადასახადის თანადაფინანსება წელიწადში ერთხელ, თუ ოჯახი დარეგისტრირებულია სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში და სარეიტინგო ქულა 0-დან 150 000-მდეა, ეს შეზღუდვა არ ვრცელდება სტუდენტებზე (მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ობლები), რომელთა ოჯახი არის მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი და არსებობს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის ან/და შესაბამის მაჟორიტარულ ოლქში არჩეული გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის დასაბუთებული შუამდგომლობა, ასეთ პირებზე დახმარება გაიცემა, მიუხედავად იმისა, რეგისტრირებულია თუ არა ოჯახი სიღატაკის დაძლევის სახელმწიფო პროგრამის ერთიან ბაზაში.“; ბ. დადგენილების პირველი მუხლით დამტკიცებული მეორე დანართის - „გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის 2016 წლის სოციალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის“ : ბ.გ. მე-10 პუნქტი და ბოლო გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რეადქციით:
|
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები